ნანუკა ჟორჟოლიანი: „მოვა დრო, დიდ სტატუსს დავწერ ალეკო ელისაშვილზე, ახლა სიტყვაზე მენდეთ, ძალიან მაგარი ბიჭია! ალეკო, მადლობა ყველაფრისთვის!“

მოვა დრო, დიდ სტატუსს დავწერ ალეკო ელისაშვილზე, ახლა სიტყვაზე მენდეთ, ძალიან მაგარი ბიჭია! ალეკო, მადლობა ყველაფრისთვის!“, – წერს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად დაკავებულ პირებს სოლიდარობას უცხადებს.

„მადლობა ზვიად ცეცხლაძეს, დაფიონის ლიდერს, რომლისთვისაც სამშობლოა მთავარი!

ენმ-ის ახალგაზრდულის ბიჭებს, რომლებსაც მოლოტოვები ჩაუდეს!!

სოლიდარობა ყველა დაკავებულს! ბიჭებს , რომლებსაც თავგანწირვისთვის დევნიან!

მადლობა ყველა პატრიოტს! ვისთვისაც ეს ქვეყანა ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ ამ ქვეყანაზე“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ფაქტზეა დაკავებული.

არსებული ინფორმაციით, ელისაშვილის დაკავება „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე ალი ბაბაევის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას უკავშირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ელისაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილითაა დაკავებული, რაც ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილ დევნას გულისხმობს.