„ყველაფერი კარგად იქნება ჩემო პატარა მეგობარო… ჩვენ შენთან ვართ“ – ზაზა ფაჩულია დათი ქოქრაშვილს

შარტავას ქუჩაზე დაშავებულ დათი ქოქრაშვილს, რომელმაც ოპერაცია უნდა გაიკეთოს, ზაზა ფაჩულია ამხნევებს.

ზაზამ ვიდეო ჩაწერა და დათის სთხოვს, მაქსიმალურად შეინარჩუნოს პოზიტიური განწყობა.

„დათუნა გაუმარჯოს. გავიგე, რომ ოპერაციას იკეთებ. მინდა ამ ვიდეოთი გაგამხნევო. ყველაფერი კარგად იქნება ჩემო პატარა მეგობარო.

ვიცი, რომ მებრძოლი ბიჭი ხარ და ეს ოპერაციაც წარმატებით გადაივლის, დაუბრუნდები შენს მეგობრებს, ახლობლებს, ოჯახის წევრებს. ყველაფერი კარგად იქნება. გთხოვ, რომ მაქსიმალურად ეცადო ეს პერიოდი იყო პოზიტიურად. ჩვენ შენთან ვართ,“ – ამბობს ზაზა.