მსახიობი ეკა დემეტრაძე – „ხალხო გთხოვთ, უკვე კატასტროფა ხდება..“

ერთ კვირაზე მეტია, რაც რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეების პროტესტი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი.

აქციაზე მყოფ მოქალაქეებს შორის არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც. მათი თქმით ახლა დროა გადავარჩინოთ ძალიან ნიჭიერი და თავის სამშობლოს მოყვარული ადამიანების უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და მომავალი.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციიდან საზოგადოებას მიმართა მსახიობმა და ტელეწამყვანმა ეკა დემეტრაძემ. დემეტრაძე მოუწოდებს ყველას, გააპროტესტონ ქვეყანაში შექმნილი ვითარება. მსახიობი საზოგადოებას მიმართავს შეუერთდნენ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო ტალღას:

ნანა ჯანელიძე: „ბრძოლაში უნდა შევიდეთ და მოვიგოთ! გავიმარჯვებთ სახელოვნად! ასეთი საზარელი რეჟიმი, მგონი, 1937 წელსაც არ იყო, ასეთი დამცირება, დაჭერა და საჯარო წამება… მგონი, ფაშისტებიც არ აკეთებდნენ ასეთ რამეს“

„ვაპროტესტებთ იმას, რომ კონსტიტუცია თავზე გადაგვახიეს, სამშობლოს გვართმევენ, ყველა სტრუქტურა და ყველა ინსტიტუტია საფრთხის ქვეშ არის და მოშლილია – ამას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ შვიდი დღის განმავლობაში რაც თბილისის ქუჩებში ხდება, როგორ უმოწყალოდ ურტყამენ და სახის ძვლებს ულეწავენ ადამიანებს, ამაზე გაჩუმება ნიშნავს დათანხმებას მსგავსი ფორმის მმართველობაზე…

დღეს იმ ადამიანებს, ვინც ჩუმად არიან და აგრძელებენ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას, მინდა ამ ხალხს ვუთხრა, ხალხო თქვენს ხელშია ახლა გადაარჩინოთ ძალიან ნიჭიერი და თავის სამშობლოს მოყვარული ადამიანების უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და მომავალი.

ხალხო გთხოვთ, ნუ ელოდებით იმას რომ რაღაც დიდი უბედურება მოხდეს, უკვე კატასტროფა ხდება, ყოველ გამთენიას თქვენი ქალაქის ქუჩებში სახის ძვლებს ულეწავენ ახალგაზრდებს თუ ასაკოვანებს, გადაწიეთ ფარდები, ნუ გძინავთ ასე ღრმად, ნუ გეშინიათ…“ – აცხადებს მსახიობი ტელეკომპანია „ფორმულასთან“.