აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭი კვლავ მედიკამენტოზური ძილის ქვეშ რჩება“ – როგორია აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა

აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭი კვლავ მედიკამენტოზური ძილის ქვეშ რჩება“ -ამის შესახებ დაშავებულის მამიდამ, ეკა თირქიამ განაცხადა.

„ხვალ კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდება და ექიმები ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ როდის გამოაღვიძონ“ – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ 22 წლის ბიჭის ოჯახის წევრმა.

ცნობისთვის, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაშავებული 22 წლის ბიჭი ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. ექიმების ინფორმაციით, მას სკალპის ღია ჭრილობა, შუბლის ძვლის და თვალბუდის და ზედა კიდის კედლის მოტეხილობა და შუბლის წილის კონტუზიური დაზიანება აღენიშნებოდა. ექიმის, ნინო ხარაიშვილის განცხადებით, ბიჭს თვალის კაკლების მთლიანობა შენახული აქვს. მისივე თქმით, პაციენტს თავის ტვინის გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა, რის გამოც ოპერაცია ჩაუტარდა. მას შემდეგ ის მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფება.