სოციალური ქსელის მომხმარებელი აქსანა ჯგუბურია ეკლესიაში მომხდარი ინციდენტის შესახებ წერს და ვიდეოს აქვეყნებს. მისი თქმით, იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში, სანთლის დასანთებად, მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იყო შესული.
- როგორც პოსტშია აღწერილი, ბავშვის ხმაურმა სასულიერო პირები გააღიზიანა და ისინი უხეშად გააგდეს.
“ამ გასაცოდავებულ ქვეყანაში” ეკლესიაშიც ვერ შეხვალ, რომ ილოცო. იქიდანაც გამოგაგდებენ თუ ბავშვი გახლავს თან, როგორც რამდენიმე საათის უკან ჩვენ გამოგვყარეს იოანე ღვთისმეტყველის ტაძრიდან.
ბავშვი სანთელს ანთებდა და დიდება უფალს იძახდა, ამას შეუწუხებია ბატონი გიორგი ცნობილაძე, რომელიც იმ მომენტში წირვას ატარებდა. მესმის ხელი შეეშალა, მოსულიყო და ადამიანურად ეთქვა, რომ დროებით ბავშვი გამეყვანა თუ “აწუხებდა”. ამის მაგივრად უღმერთოები და ქვეყნის მოღალატეები გვეძახა (ნაწილი არც მახსოვს).
მდგომარეობა რომ ავუხსენი მისი პასუხი იყო ის, რომ სულ არ აინტერესებდა ბავშვის იმჟამინდელი მდგომარეობა (სმენა დაქვეითებულია) და ყვირილით მიგვითითა “გავთრეულიყავით” გარეთ.
არავის თხოვნას არ გავითვალისწინებ პოსტის წაშლასთან დაკავშირებით. ყველაფერი აღბეჭდილი მაქვს და შესაბამის ორგანოებსაც მოვმართავ აუცილებლად. ჩემი შვილის ეკლესიიდან გამოგდებას და ასე აგდებას, ვიღაც ბეწვიან მამაოს კი არა, ჩემიანს არ ვაპატიებ. ვიღაც გარეწარ ნარკომან მამაოს ვერ გავაგდებინებ ნამდვილად თავს ეკლესიიდან.
მადლობა ყურადღებისთვის.
მეც მოვიცალე თქვენთვის. ახლა უკვე სხვანაირად ვილაპარაკებთ. მონაკვეთს ვდებ, რადგან იცნობდეთ ამ ღორს და მათხოვარ ადამიანს. ეს ბატონი ლუკაა. ის სიტყვები რაც გვეძახა შეგნებულად არ დავდე და არც ბავშვის გამოჩენაა ამ სიტუაციაში მისაღები,“ – წერს აქსანა ჯგუბურია.