წარმოუდგენელი სპექტაკლია – ნარკოტიკის ჩადების დრო დაგვიბრუნეს, გვეგონა, რომ ეს ყველაფერი ძლივს წარსულს ჩავაბარეთ“

გვეგონა, რომ ეს ყველაფერი ძლივს წარსულს ჩავაბარეთ, ნარკოტიკის ჩადების დრო დაგვიბრუნეს , – ამის შესახებ მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა განაცხადა, რითაც ნარკოდანაშაულზე დაკავებული ჟურნალისტის, ნიკა კაციასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა.

ადვოკატმა კაციას 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.

ნანკა კალატოზიშვილის განცხადებით, ნიკუშა კაციას არა თუ ნარკოტიკის ფული, არამედ ხშირად პურის ფულიც არ ჰქონდა და მეგობრები ეხმარებოდნენ.

„ეს არის უნიჭო სპექტაკლი, ტექსტები, რომელსაც საერთოდ აზრი არ აქვს. უაზროდ ლაპარაკობს პროკურორი, უაზროდ ლაპარაკობს მოსამართლე, საერთოდ არაფერი აღარ არსებობს, ხალხო. გვეგონა, რომ ეს ყველაფერი ძლივს წარსულს ჩავაბარეთ, ნარკოტიკის ჩადების დრო დაგვიბრუნეს. 14 გრამი ნარკოტიკიო, კაცს პურის ფული არ აქვს. ეს უბრალოდ სიტყვები არ არის, მართალ არ ჰქონდა და მეგობრები გზის ფულს ვურიცხავდით და საჭმლის ფულს ვურიცხავდით. 14 გრამი კი არა, სულ რომ 1 გრამი ყოფილიყო, აბსურდია ამაზე ლაპარაკი. ეს არის დადგმული, წარმოუდგენელი სპექტაკლი. როგორ არ რცხვენიათ ამ მოსამართლეებს და პროკურორებს, ღმერთის მაინც არ ეშინიათ?“, – განაცხადა ნანკა კალატოზიშვილმა.

ცნობისთვის, ჟურნალისტ ნიკუშა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ნიკუშა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.