ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს “მთავარი არხი“ – გიორგი გაბუნია

ზაზა ოქუ­აშ­ვილ­მა გა­და­წყვი­ტა გა­ა­კე­თოს ის, რაც დღეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა – ზაზა ოქუ­აშ­ვილ­მა გა­და­წყვი­ტა, და­ხუ­როს “მთა­ვა­რი არხი“. ამას ოქუ­აშ­ვი­ლი აკე­თებს რამ­დე­ნი­მე თვის წინ, მის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი დი­რექ­ტო­რის და მისი და­ვა­ლე­ბე­ბის მორ­ჩი­ლი შემ­სრუ­ლებ­ლის, გოგი ქურ­და­ძის ხე­ლით“, – აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა “მთა­ვა­რი არ­ხის“ გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად გა­ა­კე­თა.

  • გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას თქმით, ქურ­და­ძე სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ი­ნიშ­ნა კომ­პა­ნი­ა­ში ოქუ­აშ­ვი­ლის წარ­დგი­ნე­ბით ერ­თა­დერ­თი ამო­ცა­ნით – რომ ხსე­ნე­ბულ დამ­ფუძ­ნე­ბელს ჰქო­ნო­და არხზე ქმე­დი­თი ბერ­კე­ტი პი­რა­დი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად.

“იმ დროს, რო­დე­საც ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ქუ­ჩა­ში იბ­რძვის თა­ვი­სი უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად და არა­ლე­გი­ტი­მუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­სა­ცი­ლებ­ლად, რო­დე­საც მო­მი­ტინ­გე­ებ­ზე ღიად ძა­ლა­დო­ბენ, სას­ტი­კად აწა­მე­ბენ, ძარ­ცვა­ვენ, უკა­ნო­ნოდ აკა­ვე­ბენ, ასა­მარ­თლე­ბენ და ცი­ხე­ებ­ში ყრი­ან, და რო­დე­საც ამ მოვ­ლე­ნე­ბის წინა ხაზ­ზე მდგო­მი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ფი­ზი­კუ­რი თავ­დას­ხმის სა­მიზ­ნე­ე­ბი არი­ან (რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი შემ­თხვე­ვით გა­და­ურ­ჩა სა­მუ­და­მო და­სა­ხიჩ­რე­ბას ან სიკ­ვდილს), აი, ამ დროს “მთა­ვა­რი არ­ხის“ ერთ-ერ­თმა დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა გა­და­წყვი­ტა, ფაქ­ტობ­რი­ვად, თვი­თო­ნაც ჩა­ერ­თოს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­გან“ წა­მო­წყე­ბულ მა­სობ­რივ ძა­ლა­დო­ბა­ში და მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით თა­ვა­დაც იძა­ლა­დოს ჩვენს ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე, რათა მათი მუ­შა­ო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­დოს – იმის ნაც­ვლად, რომ ამ ვი­თა­რე­ბა­ში დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, პი­რი­ქით, ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დეს თა­ვი­სი გუნ­დის და­სახ­მა­რებ­ლად.

  • ზაზა ოქუ­აშ­ვილ­მა გა­და­წყვი­ტა გა­ა­კე­თოს ის, რაც დღეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა – ზაზა ოქუ­აშ­ვილ­მა გა­და­წყვი­ტა, და­ხუ­როს “მთა­ვა­რი არხი“.

ამას ოქუ­აშ­ვი­ლი აკე­თებს რამ­დე­ნი­მე თვის წინ, მის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი დი­რექ­ტო­რის და მისი და­ვა­ლე­ბე­ბის მორ­ჩი­ლი შემ­სრუ­ლებ­ლის, გოგი ქურ­და­ძის ხე­ლით. ქურ­და­ძე სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ი­ნიშ­ნა კომ­პა­ნი­ა­ში ოქუ­აშ­ვი­ლის წარ­დგი­ნე­ბით ერ­თა­დერ­თი ამო­ცა­ნით – რომ ხსე­ნე­ბულ დამ­ფუძ­ნე­ბელს ჰქო­ნო­და არხზე ქმე­დი­თი ბერ­კე­ტი პი­რა­დი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად, თო­რემ სხვა მხრივ გოგი ქურ­და­ძეს არ გა­აჩ­ნია ტე­ლე­ვი­ზი­ის სპე­ცი­ფი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არა­ნა­ი­რი კომ­პე­ტენ­ცია, არც კი იც­ნობს არ­ხის თა­ნამ­შრომ­ლებს, აიგ­ნო­რებს მათ თხოვ­ნას, რომ, უბ­რა­ლოდ, შეხ­ვდეს მა­ინც მათ! და სა­ერ­თოდ არც კი და­დის სამ­სა­ხურ­ში.

საინფორმაციო პორტალი

“ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს “მთავარი არხი“ – გიორგი გაბუნია

21:14 / 11-12-2024

“ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს “მთავარი არხი“ - გიორგი გაბუნია

“ზაზა ოქუ­აშ­ვილ­მა გა­და­წყვი­ტა გა­ა­კე­თოს ის, რაც დღეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა – ზაზა ოქუ­აშ­ვილ­მა გა­და­წყვი­ტა, და­ხუ­როს “მთა­ვა­რი არხი“. ამას ოქუ­აშ­ვი­ლი აკე­თებს რამ­დე­ნი­მე თვის წინ, მის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი დი­რექ­ტო­რის და მისი და­ვა­ლე­ბე­ბის მორ­ჩი­ლი შემ­სრუ­ლებ­ლის, გოგი ქურ­და­ძის ხე­ლით“, – აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა “მთა­ვა­რი არ­ხის“ გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად გა­ა­კე­თა.

  • გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას თქმით, ქურ­და­ძე სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ი­ნიშ­ნა კომ­პა­ნი­ა­ში ოქუ­აშ­ვი­ლის წარ­დგი­ნე­ბით ერ­თა­დერ­თი ამო­ცა­ნით – რომ ხსე­ნე­ბულ დამ­ფუძ­ნე­ბელს ჰქო­ნო­და არხზე ქმე­დი­თი ბერ­კე­ტი პი­რა­დი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად.

“იმ დროს, რო­დე­საც ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ქუ­ჩა­ში იბ­რძვის თა­ვი­სი უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად და არა­ლე­გი­ტი­მუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­სა­ცი­ლებ­ლად, რო­დე­საც მო­მი­ტინ­გე­ებ­ზე ღიად ძა­ლა­დო­ბენ, სას­ტი­კად აწა­მე­ბენ, ძარ­ცვა­ვენ, უკა­ნო­ნოდ აკა­ვე­ბენ, ასა­მარ­თლე­ბენ და ცი­ხე­ებ­ში ყრი­ან, და რო­დე­საც ამ მოვ­ლე­ნე­ბის წინა ხაზ­ზე მდგო­მი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ფი­ზი­კუ­რი თავ­დას­ხმის სა­მიზ­ნე­ე­ბი არი­ან (რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი შემ­თხვე­ვით გა­და­ურ­ჩა სა­მუ­და­მო და­სა­ხიჩ­რე­ბას ან სიკ­ვდილს), აი, ამ დროს “მთა­ვა­რი არ­ხის“ ერთ-ერ­თმა დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა გა­და­წყვი­ტა, ფაქ­ტობ­რი­ვად, თვი­თო­ნაც ჩა­ერ­თოს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­გან“ წა­მო­წყე­ბულ მა­სობ­რივ ძა­ლა­დო­ბა­ში და მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით თა­ვა­დაც იძა­ლა­დოს ჩვენს ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე, რათა მათი მუ­შა­ო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­დოს – იმის ნაც­ვლად, რომ ამ ვი­თა­რე­ბა­ში დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, პი­რი­ქით, ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დეს თა­ვი­სი გუნ­დის და­სახ­მა­რებ­ლად.

  • ზაზა ოქუ­აშ­ვილ­მა გა­და­წყვი­ტა გა­ა­კე­თოს ის, რაც დღეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა – ზაზა ოქუ­აშ­ვილ­მა გა­და­წყვი­ტა, და­ხუ­როს “მთა­ვა­რი არხი“.

ამას ოქუ­აშ­ვი­ლი აკე­თებს რამ­დე­ნი­მე თვის წინ, მის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი დი­რექ­ტო­რის და მისი და­ვა­ლე­ბე­ბის მორ­ჩი­ლი შემ­სრუ­ლებ­ლის, გოგი ქურ­და­ძის ხე­ლით. ქურ­და­ძე სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ი­ნიშ­ნა კომ­პა­ნი­ა­ში ოქუ­აშ­ვი­ლის წარ­დგი­ნე­ბით ერ­თა­დერ­თი ამო­ცა­ნით – რომ ხსე­ნე­ბულ დამ­ფუძ­ნე­ბელს ჰქო­ნო­და არხზე ქმე­დი­თი ბერ­კე­ტი პი­რა­დი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად, თო­რემ სხვა მხრივ გოგი ქურ­და­ძეს არ გა­აჩ­ნია ტე­ლე­ვი­ზი­ის სპე­ცი­ფი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არა­ნა­ი­რი კომ­პე­ტენ­ცია, არც კი იც­ნობს არ­ხის თა­ნამ­შრომ­ლებს, აიგ­ნო­რებს მათ თხოვ­ნას, რომ, უბ­რა­ლოდ, შეხ­ვდეს მა­ინც მათ! და სა­ერ­თოდ არც კი და­დის სამ­სა­ხურ­ში.

ერ­თა­დერ­თი, რა­საც გოგი ქურ­და­ძე ოქუ­აშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით აკე­თებს, არის ის, რომ ბლო­კავს ყვე­ლა ფი­ნან­სურ ოპე­რა­ცი­ას კომ­პა­ნი­ა­ში და უარს ამ­ბობს კომ­პა­ნი­ის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კონ­ტრაქ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბა­ზე. მა­გა­ლი­თად, ჩვენს თა­ნამ­შრომ­ლებს მისი წყა­ლო­ბით შე­უ­ჩერ­დათ ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზღვე­ვა, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დღე­ვან­დელ ვი­თა­რე­ბა­ში, რო­დე­საც ჟურ­ნა­ლის­ტებ­სა და ოპე­რა­ტო­რებ­ზე სის­ტე­მა­ტუ­რი ძა­ლა­დო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ ოქუ­აშ­ვილს და ქურ­და­ძეს ეს არ აინ­ტე­რე­სებთ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ისი­ნი – რო­გორც დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი – პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი არი­ან კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე.

  • ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და მისი დი­რექ­ტო­რის ქმე­დე­ბე­ბით “მთა­ვა­რი არხი“ უკვე დარ­ჩა ფი­ნან­სუ­რი წყა­რო­ე­ბის გა­რე­შე და ნელ-ნელა წყდე­ბა ჩვენ­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი კონ­ტრაქ­ტე­ბიც, რაც, სა­ბო­ლო­ოდ, არ­ხის მუ­შა­ო­ბას შე­უძ­ლე­ბელს გახ­დის – ეს კი ზუს­ტად ის არის, რაც დღეს სჭირ­დე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს.

თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის გა­სა­მარ­თლებ­ლად ოქუ­აშ­ვი­ლი გვი­ყე­ნებს ისეთ აბ­სურ­დულ, გა­მო­გო­ნილ ბრალ­დე­ბებს, რომ­ლებ­საც გან­ხილ­ვის ღირ­სა­დაც კი არ ვთვლი აქ – იმ­დე­ნად შორს წა­ვიდ­ნენ თა­ვი­ანთ სიც­რუ­ე­ში, რომ ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ჩვენ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი გვმფარ­ვე­ლობს და ოლი­გარ­ქთან ვართ გა­რი­გე­ბუ­ლი. თან ამას, თურ­მე, თვი­თონ ვე­უბ­ნე­ბით ხოლ­მე ქურ­და­ძეს…

სი­ნამ­დვი­ლე­ში, ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლია და ზუს­ტად პი­რი­ქით არის – თუ დღეს ვინ­მე “მთა­ვარ არხზე“ აკე­თებს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ საქ­მეს, ეს არის ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლი, რო­მელ­საც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მიჰ­ყავს არხი და­ხურ­ვამ­დე. და არ­სე­ბობს ძა­ლი­ან სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი, რომ ამას სწო­რედ არა­ლე­გი­ტი­მურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან შე­თან­ხმე­ბით ან მას­თან სა­ვაჭ­როდ აკე­თებს – რო­გორც, ალ­ბათ, იცით, ოქუ­აშ­ვილს აქვს მძი­მე სა­სა­მარ­თლო დავა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან, რაც კი არ გა­მო­რი­ცხავს მათ შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, არა­მედ პი­რი­ქით – სწო­რედ ამ და­ვა­ში შე­თან­ხმე­ბის მი­საღ­წე­ვად ოქუ­აშ­ვილს ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა “მთა­ვა­რი არ­ხით“ მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა.

“ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ გა­რი­გე­ბა ოქუ­აშ­ვი­ლის მხრი­დან სი­ახ­ლე არ არის – შე­გახ­სე­ნებთ, რომ სწო­რედ მისი ოჯა­ხის წევ­რებ­მა, ნატო და როს­ტომ ჩხე­ი­ძე­ებ­მა მის­ცეს ხმა “ოც­ნე­ბის­თვის“ სა­სურ­ველ იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს წევ­რებს მა­შინ, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აკ­ლდე­ბო­და სა­კუ­თა­რი ხმე­ბი ამ კან­დი­და­ტე­ბის გა­საყ­ვა­ნად და აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბო­და რამ­დე­ნი­მე ოპო­ზი­ცი­უ­რი ხმაც. მა­შინ მაშ­ველ რგო­ლად სწო­რედ ოქუ­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი გა­მოჩ­ნდნენ.

ჩვენ არ გვიბ­რძო­ლია ამ­დე­ნი იმის­თვის, რომ, სა­ბო­ლო­ოდ, არხი – ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლის სა­ხით – ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ჩა­ვუგ­დოთ ხელ­ში. ამი­ტომ სა­დამ­დეც შევ­ძლებთ, ისევ ვიბ­რძო­ლებთ და ვიქ­ნე­ბით ეთერ­ში ჩვე­ნი მა­ყუ­რებ­ლის­თვის და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის.

მთა­ვა­რი ხართ თქვენ და ჩვენ­თვის მთა­ვა­რია, ბოლო წუ­თამ­დე ვიდ­გეთ ჩვენს კო­ლე­გებ­თან ერ­თად ყვე­ლა­ზე ცხელ წერ­ტი­ლებ­ში და მო­გიყ­ვეთ, რა ხდე­ბა იქ, სა­დაც წყდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ბედი და ვე­რა­ნა­ი­რი გოგი, ვე­რა­ნა­ი­რი ზაზა და ვერც პუ­ტი­ნის მე­გო­ბა­რი ბი­ძი­ნა ვერ შეგ­ვა­ჩე­რებს!

დიდი მად­ლო­ბა!” – გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ამ.