ახალი არ არის, რომ საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ, ფეხბურთელების მიმართ ინტერესი გაიზარდა. მათზე არა მხოლოდ ქართული, არამედ უცხოური გამოცემებიც ყოველდღიურად წერენ. ბოლო ხანს განსაკუთრებული პოპულარობა ჩვენში მოიხვეჭა ჩვენი ნაკრებისა და ირანული კლუბის ცენტრალურმა მცველმა გიორგი გველესიანმა.
- შეიძლება ითქვას, რომ ის ბოლო ერთი თვეა პოპულარობის პიკზეა, შესაბამისად, გაუგებრობაშიც უკვე რამდენჯერმე გაეხვია.
ცნობილია, რომ ფეხბურთელი 2015 წლიდან ირანის სხვადასხვა საფეხბურთო კლუბებში თამაშობს და იქ ცხოვრობს. გიორგის ორი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს.
მეორე მეუღლე ლინდა კიკოლიშვილი გაცნობის ისტორიას ასე ჰყვებოდა:
“ერთმანეთი საერთო მეგობრის მეშვეობით, 2018 წელს გავიცანით. “ინსტაგრამზე“ სთორიში მნახა და სთხოვა ჩემს მეგობარს, გამაცანიო. მე ეს ყველაფერი არ ვიცოდი. შევხვდით ერთმანეთს და პირველივე შეხვედრაზე მტკიცე ხასიათი გამოავლინა და მითხრა, მე შენ დიდი ხანია გათვალიერებ და ჩვენ პირველივე შეხვედრიდან ერთად უნდა ვიყოთო… რა თქმა უნდა, ძალიან გაოგნებული დავრჩი, მაგრამ მისი სიმამაცე მომეწონა და დაახლოებით, 1 წელიწადში შევუღლდით…ხელი ირანში მთხოვა…“
“მე და გიორგის ერთი საერთო შვილი გვყავს და ეს არის დუდუ გველესიანი, რომელიც 4 წლისაა. ძალიან გვგავს ორივეს, გარეგნულად და ხასიათითაც. მამა მასზე დიდ იმედებს ამყარებს, რომ დუდუ ფეხბურთს გაჰყვეს. უფროსი ძმაც შევიყვანეთ ფეხბურთზე – გიორგის შვილი პირველი ქორწინებიდან. პირველი ქორწინებიდან მას გოგოც ჰყავს. პირველი ქორწინებიდან მეც მყავს 2 გოგონა. ბავშვები გიჟდებიან ერთმანეთზე, ძალიან მეგობრობენ. ჩვენც ყველანაირად ვპატრონობთ და ყველანაირად გვერდში ვუდგავართ. ჯამში გყავს 5 შვილი”, – ამბობს ლინდა Ambebi.ge-სთან ინტერვიუში.
მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გველესიანის შესახებ მედიაში თითქმის ყველაფერი დაიწერა, აქამდე უცნობია ვინ იყო ცნობილი ფეხბურთელის პირველი მეუღლე. როგორც გავარკვიეთ, ლიკუნა ლოლაძემ და გიორგი გველესიანმა 2014 წელს იქორწინეს. მაშინ წყვილის საქორწინო ფოტოსესიამ, რომელის სტადიონზე გაიმართა, დიდი პოპულარობა მოიპოვა. გიორგი სპორტულ ფორმაში იყო გამოწყობილი, გოგონას კი სადა თეთრი კაბაეცვა.
გოგონა სუხიშვილების მოცეკვავე იყო, თუმცა ბოლო დროს მისი საქმიანობის შესახებ უცნობია, რადგან სოციალურ ქსელში მისი პროფილი არ იძებნება.