გიორგი უშიკიშვილმა თავისი სასტუმრო დახურა და შეიძლება ბანკთან პრობლემები შეექმნას:
„2 თვეა 1 სტუმარიც კი არ გვყოლია და, რა თქმა უნდა, შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, დამეხურა სასტუმრო… იმიტომ, რომ ყველა ასეთი პატარა ბიზნესი, დიდიც, მათ შორის და მათ შორის, მეც, მიბმული ვართ საბანკო სესხებზე. შესაბამისად, ასევე სერიოზული პრობლემა გვექმნება, მათ შორის, ბანკთან დაკავშირებით.
შეიძლება, ჩვენ, ყველამ, ბიზნესები დავკარგოთ – როდესაც ვეღარ იხდი საბანკო სესხს და მიბმული ხარ მთლიანად საბანკო დაფინანსებაზე, ეს ბუნებრივად იწვევს იმას, რომ დადგება ის საკითხი, რომ ქონება ჩამოგვართვან ბანკებმა. 20-მდე თანამშრომელი მყავდა და ფაქტობრივად ყველა სახლში გავუშვი…” – თქვა გიორგი უშიკიშვილმა “მთავარი არხის” ეთერში.