თქვენს ნათლულებსაც სცემენ და იტაცებენ, პატრიარქო!” – თამარ ბუჩუკური

პარტიის, “კანონი და სამართალი” პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური:

თქვენს ნათლულებსაც სცემენ და იტაცებენ პატრიარქო.

ბავშვებს სცემენ, ბავშვებს ასახიჩრებენ მანდვე ახლოს, რუსთაველზე, ამ წუთებშიც პატრიარქო.

თქვენ პლასტმასის კაცუნებისკენ მიმართული ფეიერვერკი გაწუხებთ, მე – ცემისგან გონება დაკარგული, დალეწილი ბავშვები.

თქვენი ნათლულები მაინც დაიცავით, მრწამსს რომ უკითხავდით, ის ბავშვები. ესენი ევროპული მომავლისთვის იბრძვიან, იმ ევროპისთვის – თქვენც რომ გისარგებლიათ, თავი რომ გადაგირჩენიათ…

განა რამე სერიოზული – სულ ორი სიტყვა მაინც დაწერეთ:

“სოლიდარობა მომიტინგეებს…”