„ეკლესია და ჯარი სად არის ხალხო… სად ხართ, ქუჩაში რომ გვხოცავენ?, რისთვის იბრძოდით, ან სად არის მოყვასის სიყვარული და ქრისტიანული თანადგომა?!“ – გიორგი ბახუტაშვილი

გიორგი ბახუტაშვილი რუსთაველის გამზირზე გამართული აქციიდან ეკლესიას და ჯარს მიმართავს.

მსახიობი ორივე ინსტიტუციას უმოქმედობაში ადანაშაულებს და გამოღვიძებისკენ მოუწოდებს:

„ეკლესია სად არის ხალხო… სად ხართ, ქუჩაში რომ გვხოცავენ?, სად არის მოყვასის სიყვარული და ქრისტიანული თანადგომა?!…ამბიონებიდან, ხატების წინ ბრტყელ სიტყვებს ლაპარაკობენ და თვითონ ერთი სიტყვის გააზრების უნარი არ გააჩნიათ. პოლიციის მსგავსად, ეკლესიები მრევლისგან დაგეცლებათ. ჯარი სად არის ხალხო. სად არიან ვეტერანები, ან მოქმედი ჯარისკაცები.

რისთვის იბრძოდით ხალხო სამგან, რომ ეს ქვეყანა დესერტივით რუსეთს მივართვათ? არც ერთი ინსტიტუცია არ არსებობს, მხოლოდ ეს ხალხია, რომელიც ამ რეალობას ვერ ეგუება და შიშველი ხელებით იცავს ქვეყანას. თავისუფლება მხოლოდ ამ ადგილზე იგრძნობა“, – ამბობს გიორგი ბახუტაშვილი.