სასაფლაოზე ვმუშაობ დამლაგებლად, ჩემი სადარდებელი და საფიქრალი ჩემი შვილის ჯანმრთელობაა” – მარტოხელა დედა ავადმყოფი შვილისთვის დახმარებას საზოგადოებას სთხოვს

მარტოხელა დედა, ქრისტინე გაბუნია თავისი ავადმყოფი შვილისთვის, თამუნა მექვაბიშვილისთვის დახმარებას საზოგადოებას სთხოვს. მას ისევ ხალხის გვერდზე დგომის იმედი აქვს.

ქრისტინე გაბუნია:

– ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარ. მარტოხელა დედა ვარ და ჩემი სადარდებელი და საფიქრალი ჩემი შვილის ჯანმრთელობაა. ორი გოგონა მყავს. ჩემი უმცროსი შვილი 7 თვის რომ გახდა მაშინ დაეწყო ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. ბავშვს ეპილეფსიური შეტევები ჰქონდა, გულყრებიც. ხელში რომ მეჭირა, ისე უცებ შავდებოდა, რომ ძალიან ცუდად ხდებოდა. არ ვიცოდი, გამოსავალი როგორ მეპოვა. გამოკვლევები რომ ჩავუტარეთ, ბავშვს ცერებრალური დამბლის დიაგნოზი დაუსვეს, ასევე, თავში კისტა აღმოაჩნდა. მითხრეს, რომ გონებრივად განვითარების პრობლემაც ექნებოდა. ეს დიდი სადარდებელი იყო ჩემთვის, ამას ისიც დაემატა, რომ მოულოდნელად ქმარმა მიმატოვა და დავრჩი ასე, ორი ბავშვით, მარტო. ასეთ მძიმე დღეებში ქუჩაში აღმოვჩნდი. მან მიმატოვა სწორედ მაშინ, როცა არ ვიცოდი გამოსავალი სად და როგორ უნდა მომეძებნა. ქმარი გურული მყავდა, ამ ამბის შემდეგ მას შვილები არც კი მოუკითხავს. ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ბავშვი რეანიმაციაში იწვა და მაშინ მოვიდნენ ის და მისი ოჯახის სხვა წევრები, ერთი შეკვრა ბავშვის ჰიგიენური საფენები და ერთი მაწონი მოიტანეს, მას შემდეგ ჩვენკენ არც კი გამოუხედავთ. როგორც ვიცი, მერე მან სხვა ოჯახი შექმნა და ეს შვილები აღარ ადარდებს. არადა, ისეთ მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაში ვარ, ჩემი ამბავი მთელმა ქვეყანამ გაიგო. ჩემს ავადმყოფ შვილზე სტატიებიც იწერება, სოციალურ ქსელშიც პერიოდულად ვაქვეყნებ ინფორმაციას, თუ რა მძიმე მდგომარეობაში ვართ და ვითხოვთ ხალხის დახმარებას. მე და ჩემი შვილები ქუთაისში ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ, სასაფლაოზე ვმუშაობ დამლაგებლად, ვალაგებ საფლავებს და ასე ვარჩენ მათ, რომ არა ხალხის დახმარება, ძალიან გამიჭირდებოდა. ჩვეულებრივი ზრდა აქვს ბავშვს, არც გადაადგილება შეუძლია და არც საუბარი. ძლივს გაგვაქვს თავი, ახლა ჩემს შვილს თავის ტომოგრაფია სჭირდება, რადგან ტკივილები აქვს და ამისთვის ვაგროვებ თანხას. გეხვეწებით დამეხმარეთ. ისევ მხოლოდ საზოგადოების დახმარების იმედი მაქვს. გთხოვთ დამეხმარეთ, რომ შევძლო და ტომოგრაფია გადავუღო. კისტაც ჰქონდა, იქნებ ის კისტაც გაზრდილია, რადგან ტკივილები აწუხებს. ბინის ქირის გადახდაც მიჭირს. არანაირი საშუალება არ მაქვს. გეხვეწებით, ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ, ვაჩუქოთ თამუნას სიცოცხლე. ის 15 წლის გახდა და ამდენი წელია მისი ჯანმრთელობა ასეთი მძიმეა.

მიმღები ბავშვის დედა, ქრისტინე გაბუნია

საქართველოს ბანკი GE39BG0000000589168699

თიბისი ბანკის ანგარიშიGE81TB7722945068100048

პირადი ნომერი 33001026789