ოთხზე მოსიარულე თურქულმა ოჯახმა მეცნიერები საგონებელში ჩააგდო

თურქეთის პროვინცია ჰატაიში ულაშების ოჯახი ცხოვრობს, რომელმაც მსოფლიო მეცნიერების ინტერესი გამოიწვია და ჯერაც საგონებელში აგდებს სამეცნიერო საზოგადოებას. ოჯახის ექვსი წევრი ოთხზე დადის და 2000 წლიდან დღემდე მეცნიერების სხვადასხვა ჯგუფი იკვლევს ამ ფენომენს. ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს გენეტიკური მუტაციის შედეგია, რომელმაც ევოლუციური განვითარება შეაჩერა, სხვებს კი მიაჩნიათ, რომ არავითარი გენი არ არსებობს ვერტიკალურად სიარულისთვის.

მათ არ ჰყოფნით წონასწორობა და სიმყარე, რაც ორი ფეხით სიარულს სჭირდება, ამიტომაც მხოლოდ ოთხი კიდურით შეუძლიათ სიარული.

ულასების მშობლებს სულ 18 შვილი გაუჩნდათ, თუმცა მხოლოდ ექვსი დაიბადა ე.წ. კავდრუპედალიზმით (ოთხ კიურზე გადაადგილების ფორმით), რაც აქამდე თანამედროვე ზრდასრულ ადამიანებში არ დაფიქსირებულა. მიზეზს ჯერ კიდევ იკვლევენ.

262-1723820308.jpg

“ეს ადამიანის განვითარების ძალიან უცნაური დარღვევის საოცარი მაგალითია”, – ამბობს პროფესორი ნიკოლას ჰამფრი, რომელიც ორჯერ ესტუმრა უჩვეულო ოჯახს.

და-ძმებს გამუდმებით დასცინიან ამ დაავადების გამო, ოჯახის დანარჩენი წევრები ცდილობენ, როგორმე დაიცვან ისინი. დები დღის უმეტეს ნაწილს სახლში ატარებენ. მათ შესახებ ფილმი გადაიღეს, რომელსაც “უკუევოლუცია” ეწოდება. ბევრი მეცნიერი, ვისაც სჯერა, რომ ადამიანები ოთხზე დადიოდნენ მაიმუნებივით და შემდეგ “ევოლუციის” შედეგად დაიწყეს ორ ფეხზე სიარული, თურქული ოჯახის მაგალითს ამ ვერსიის მტკიცებულებად მიიჩნევს.

სანამ მეცნიერები ბჭობენ და თეორიებს შეიმუშავებენ, მკურნალობის არანაირი საშუალება არ არსებობს. სავარაუდოდ, და-ძმას ცხოვრების დარჩენილი ნაწილის ასე გატარება მოუწევს.

scale-1200-1723820308.jpg