ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი შოთა და არჩილ არველაძეების შესახებ წერს, რომლებიც ბოლო დროს აქციებზე ძალიან ხშირად ჩნდებიან და მწვავე განცხადებებსაც არ ერიდებიან. მეტრეველი ყოფილ სპორტსმენებს პირდაპირ მიმართავს:
„ძმები არველაძეები, პოლიტიკის ირგვლივ ყოვლად უაზრო წრეების მორტყმით არიან დაკავებულები. თუ რაიმეს თავი გაქვთ ძმებო, ბევრი აქეთურ-იქეთური საუბრის მაგივრად, კახა კალაძის მსგავსად გაბედეთ და შემოდით პოლიტიკაში, მერე გამოჩნდება ყველაფერი“, – დაწერა ნიკოლოზ მეტრეველმა.