ჩემი ტკივილის გამოყენება თქვენი პიარისთვის, ტყუილი ინფორმაციის გავრცელება და მსგავსი მანიპულაციით ცეცხლზე ნავთის დასხმა ამაზრზენია – ტრაგიკულად დაღუპული ქალის შვილი

სოციალურ მედიაში ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალი, რომელმაც აქციაზე, შვილის ცემა ტელევიზორის მეშვეობით დაინახა და მის დასახმარებლად წავიდა, გზად ავარიაში მოყვა და დაიღუპა. გავრცელებულ დეზინფორმაციას გარდაცვლილის შვილი ეხმიანება:

„ყველამ ვიცით ქვეყანაში რა სიტუაციაა და ყველას გვტკივა გული.

თუმცა, ჩემი ტკივილის გამოყენება თქვენი პიარისთვის, ტყუილი ინფორმაციის გავრცელება და მსგავსი მანიპულაციით ცეცხლზე ნავთის დასხმა, ამაზრზენია!

დედაჩემი აქციაზე მოდიოდა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოეხადა და არა იმიტომ, რომ ვიღაც მცემდა!

ისწავლეთ სხვისი პირადი სივრცის პატივისცემა და დატოვეთ რამე წმინდა!” – დაწერა თამუნა კუბლაშვილმა.