ტელეკამერებს რომ გავცდით, დაიწყო ჩემი წამება – შედედებული სისხლი მომდიოდა ცხვირიდან, მეგონა ვეღარ გადავრჩებოდი…“ – რას ჰყვება აქციაზე დაკავებული დავით გოგილაშვილი

სპეცრაზმელმა სა­ხე­ში წიხ­ლი ამო­მარ­ტყა და ცხვი­რი გა­მი­ტყდა, ცხვი­რი­დან შე­დე­დე­ბუ­ლი სის­ხლი მომ­დი­ო­და, მე­გო­ნა ვე­ღარ გა­დავ­რჩე­ბო­დი. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ კი­დეც, თუ კი­დევ მოხ­ვალ აქ­ცი­ა­ზე, ვე­ღარ გა­დარ­ჩე­ბიო“,- ამის შე­სა­ხებ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ი­სას და­კა­ვე­ბულ­მა და­ვით გო­გი­ლაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ის გან­მარ­ტავს, მის მი­მართ წა­მე­ბას და არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი.

“ოქ­მის შედ­გე­ნის დროს გა­და­რე­კეს, რა ჩავ­წე­რო­თო, რა მუხლს მე­და­ვე­ბოდ­ნენ დამ­კა­ვე­ბელ­მა პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა არ იცოდ­ნენ და ტე­ლე­ფო­ნით უთხრეს და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბაო… უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ფუნ­თუ­შა შე­ვი­ძი­ნე და სახ­ლში მივ­დი­ო­დი მე­გობ­რებ­თან ერ­თად, რა დრო­საც ხალ­ხის ნა­კა­დი გა­იქ­ცა, ჭყლე­ტა­ში ვერ გა­ვი­ქე­ცით გავ­ჩერ­დით, სპეც­რაზმს ვთხო­ვეთ, რომ მივ­დი­ო­დით და გა­ვე­ტა­რე­ბი­ნეთ, გაგ­ვიშ­ვეს კი­დეც, მაგ­რამ ტატო ქელ­ბა­ქი­ანს თავს და­ესხნენ.

რთულია გა­სახ­სე­ნებ­ლად… და გა­ვი­ქე­ცით, შეგ­ვე­შინ­და…. უკ­რა­ინ­კას ქუ­ჩა­ზე მცე­მეს, ხე­ლე­ბი გავ­შა­ლე იმის სა­დე­მონ­სტრა­ცი­ოდ, რომ არა­ფერს ვა­შა­ვებ­დი და არ ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დი, მაგ­რამ ტე­ლე­კა­მე­რებს რომ გავ­ცდით, და­ი­წყო ჩემი წა­მე­ბა. სა­ხე­ში მომ­ხვდა მუშ­ტი, რა­მაც შოკ­ში ჩა­მაგ­დო, და­ი­წყეს გა­ჩხრე­კა, ამო­ი­ღეს ტე­ლე­ფო­ნი, გამ­ქურ­დეს და კი­დევ უფრო სას­ტი­კად მცე­მეს. წიხ­ლი ამო­მარ­ტყა სა­ხე­ში სპეც­რაზ­მელ­მა და ცხვი­რი გა­მი­ტყდა, შე­დე­დე­ბუ­ლი სის­ხლი მომ­დი­ო­და ცხვი­რი­დან და მე­გო­ნა ვე­ღარ გა­დავ­რჩე­ბო­დი, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ კი­დეც, რომ კი­დევ თუ მოხ­ვალ აქ­ცი­ა­ზე, ვე­ღარ გა­დარ­ჩე­ბიო. დრო­სა და სივ­რცე­ში ორი­ენ­ტა­ცია და­კარ­გუ­ლი მქონ­და. სპეც­რაზ­მელ­მა ისე­თი ილე­თი გა­მო­ი­ყე­ნა, რაც ბრძო­ლა წე­სე­ბით გა­რე­შე­შიც კი აკ­რძა­ლუ­ლია, წიხ­ლი ამო­მარ­ტყა თავ­ში, რის გა­მოც ტვი­ნის შერ­ყე­ვა მი­ვი­ღე.

  • სა­პირ­ფა­რე­შო­ში შე­მიყ­ვა­ნეს და სა­ხის მო­ბა­ნა მა­ი­ძუ­ლეს და ცხვი­რი­დან სის­ხლდე­ნის შე­ჩე­რე­ბას ცდი­ლობ­დნენ. სა­პირ­ფა­რე­შოს ქა­ღალ­დი მო­მი­ტა­ნეს, ამით გა­ი­ჩე­რე სის­ხლიო. ვი­თხო­ვე და­რეკ­ვის უფ­ლე­ბა და სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა, 3 სა­ათ­ში და­უ­რე­კეს მა­მა­ჩემს.

9 სა­ა­თი ვი­ყა­ვი მან­ქა­ნა­ში მცხე­თის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში შეყ­ვა­ნამ­დე. პო­ლი­ცი­ელ­მა, ერთ-ერთი მათ­გა­ნი აქაა, რო­მე­ლიც მოწ­მედ ჰყავთ დღეს მოყ­ვა­ნი­ლი, მან­ქა­ნის სა­ვარ­ძე­ლი გა­მო­წია უკან და ვი­ჭყლი­ტე­ბო­დი მთე­ლი ეგ დრო. მერე წა­მიყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­დაც ოპე­რა­ცია ჩა­მი­ტარ­და”, – გა­ნა­ცხა­და გო­გი­ლაშ­ვილ­მა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­სა­მარ­თლე ნინო ენუ­ქი­ძემ მას უთხრა, რომ “ძა­ლა­დო­ბას არ აქვს გა­მარ­თლე­ბა, მაგ­რამ ის გო­გი­ლაშ­ვი­ლის მხრი­დან სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ჩა­დე­ნის საქ­მეს იხი­ლავს. რა­ზეც მან ისა­უბ­რა, ამის გა­მო­ძი­ე­ბა კი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის კომ­პე­ტენ­ცი­აა”.

ცნო­ბის­თვის, და­ვით გო­გი­ლაშ­ვილს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 173-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნას ედა­ვე­ბი­ან, პო­ლი­ცი­ის და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

და­ვით გო­გი­ლაშ­ვი­ლის პრო­ცესს და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩე­ხე­თის, ევ­რო­კავ­ში­რის, ეს­ტო­ნე­თის, ბრი­ტა­ნე­თის, ჰო­ლან­დი­ის, და­ნი­ის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წრე­ბი­ან.