ბარბარე რაფალიანცის მკვლელობით მოსული ხელისუფლება, ფეხბურთის თამაშით არ წავა” – მიხეილ სააკაშვილი

ბარბარე რა­ფა­ლი­ან­ცის მკვლე­ლო­ბით მო­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ფეხ­ბურ­თის თა­მა­შით არ წავა, – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, კლი­ნი­კა “ვი­ვა­მე­დი­დან“ სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­ზე ჩარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ის რაც ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა, ეს არის ნამ­დვი­ლად სა­ერ­თო სა­ხალ­ხო რე­ვო­ლუ­ცია.

ამას­თან, რო­გორც სა­ა­კაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, უნდა გვეს­მო­დეს, რომ საქ­მე გვაქვს ძა­ლი­ან და­უნ­დო­ბელ ძა­ლას­თან.

“გუ­შინ მოხ­და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა. ევ­რო­კავ­შირ­მა შე­მო­ი­ღო სან­ქცი­ე­ბი და გა­უ­უქ­მა უვი­ზო მი­მოს­ვლა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პას­პორ­ტე­ბის მფლო­ბე­ლებს. ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი. ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვინ­და, მაგ­რამ წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია. 2011 წელს ჩემი ძა­ლის­ხმე­ვით ეს მი­მოს­ვლა შე­მო­ვი­და, რო­გორც შე­სა­ვა­ლი უვი­ზო მი­მოს­ვლის და ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის. ახლა წაგ­ვარ­თვეს ის, რაც მა­შინ მო­ვი­პო­ვეთ. წაგ­ვარ­თვეს ჩვენ კი არა, წა­არ­თვეს ამათ! სან­ქცი­ე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა, არა­მარ­ტო სან­ქცი­ე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა. მე მინ­და ვუ­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლო ყვე­ლას, რომ თუ გაგ­რძელ­დე­ბა “ტი­ტუშ­კე­ბი“, ძა­ლა­დო­ბა ძარ­ცვა, კე­ნი­ა­ში გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მა­შინ­დე­ლი კე­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­და­ე­ცა სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს. მე ვიცი, რომ ქარ­თველ­მა იუ­რის­ტებ­მა უკვე დაძ­რეს ეს სა­კი­თხი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ასე­ვე, გა­მოგ­ვი­ცხა­დეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო აპა­რატ­ში და­უშ­ვეს და­ნიშ­ვნა ენის ცოდ­ნი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის გა­რე­შე. ეს არის ზუს­ტად ის, რაც რუ­სებ­მა გა­ა­კე­თეს ცხინ­ვალ­ში, 2004 წლის შემ­დეგ. ამათ უნ­დათ ქარ­თვე­ლე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბა რუ­სე­ბით, იმი­ტომ, რომ რა­ღაც ბრძა­ნე­ბას ქარ­თვე­ლე­ბი არ ას­რუ­ლე­ბენ და ვერც შე­ას­რუ­ლე­ბენ. ხომ ვხე­დავთ, რომ პო­ლი­ცი­ა­ში ჩა­მოშ­ლაა. აბა, რა­ტომ უნ­დათ “ტი­ტუშ­კე­ბი“? ჩვენ ახლა ვართ ძა­ლი­ან კრი­ტი­კულ ზღვარ­ზე. ის, რაც ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა, ეს არის ნამ­დვი­ლად სა­ერ­თო სა­ხალ­ხო რე­ვო­ლუ­ცია. თა­ვის დრო­ზე “ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ და­ი­წყო, ეს იყო ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის გა­მო­ძა­ხი­ლი, მაგ­რამ მას­შტა­ბი რაც არის დღეს, აღე­მა­ტე­ბა იმას, რაც იყო. 2012 წელს რუ­სე­ბი რო­გორც იქნა გა­მო­ფხიზ­ლდნენ და მიხ­ვდნენ, რომ სა­ბო­ლო­ოდ კარ­გავ­დნენ დე­მოკ­რა­ტი­ას. 2012 წელს მოს­კოვ­სა და პე­ტერ­ბურ­გში გა­მო­ვიდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ. სა­ბო­ლო­ოდ ეს პრო­ტეს­ტი მო­ახ­რჩვეს და რუ­სე­თი აღ­მოჩ­ნდა ის, რაც აღ­მოჩ­ნდა.

მე­გობ­რე­ბო, ჩვენ უნდა გვეს­მო­დეს, რომ საქ­მე გვაქვს ძა­ლი­ან და­უნ­დო­ბელ ძა­ლას­თან. ეს ხალ­ხი არ შეც­ვლი­ლა გუ­შინ და გუ­შინ­წინ. ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის მკვლე­ლო­ბით მო­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ფეხ­ბურ­თის თა­მა­შით არ წავა. მი­ხა­რია ეს ლაღი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ის ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც პარ­ლა­მენ­ტის წინ ფეხ­ბურთს თა­მა­შო­ბენ, მაგ­რამ მე­ო­რე მხა­რეს ისი­ნი ჩვე­ნი თა­ვე­ბით თა­მა­შო­ბენ და ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცი მოკ­ლეს“, – გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.