ბავშვი კალთაში ეჯდა დედას და შეჯახების დროს ხელიდან გამივარდაო… ცუდი ამინდი იყო, ეტყობა მოუსრიალდა მანქანა” – ზესტაფონში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

ზესტაფონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სვირ­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 2 თვის ჩვი­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა, მან­ქა­ნა გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვარ­და, რის შე­დე­გა­დაც ჩვი­ლი და­შავ­და.

  • მარ­თა­ლია, ბავ­შვი სას­წრა­ფოდ გა­და­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სი­ცო­ცხლის­თვის შე­უ­სა­ბა­მო აღ­მოჩ­ნდა და ჩვი­ლი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, ოჯა­ხი სო­ფელ მე­ო­რე სვირ­ში, მერ­კვი­ლა­ძე­ე­ბის უბან­ში სტუმ­რად მი­დი­ო­და და თით­ქმის სახ­ლამ­დე მი­სუ­ლე­ბი იყ­ვნენ, როცა ეს მძი­მე ტრა­გე­დია მოხ­და.

ძალიან მძიმე ამბავი მოხდა კვირას, 15 დეკემბერს, ზესტაფონის სოფელ მეორე სვირში. მანქანა მოუსრიალდა ეტყობა მძღოლს, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, როგორც ჩანს, ამ დროს დედას ხელში ეჭირა თავისი 2 თვის ჩვილი, ავარიის შედეგად ბავშვი ხელიდან გაუვარდა, პატარამ მიიღო დაზიანება და გადაიყვანეს კლინიკაში, მაგრამ მიყვანიდან დაახლოებით ერთ საათში, საუბედუროდ, კლინიკაში გარდაიცვალა.

არადა, მანქანასაც ვიზუალურად არ ჰქონდა ისეთი დაზიანება ვინმეს ეფიქრა, რომ იქ ტრაგედია მოხდა. შეიძლება ითქვას, დამტვრეულიც არ იყო მანქანა, ეტყობა ბავშვმა რაღაცას დაარტყა თავი და მიიღო სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება.

ბაღდათის სოფელ ფერსათიდან არის ეს ოჯახი. როგორც გავიგე, მანქანის საჭეს მართავდა ბავშვის მამა. მშობლებს დაზიანება არ მიუღიათ. ცუდი ამინდი იყო, ეტყობა მოუსრიალდა მანქანა, თორემ ისეთი სახიფათო ადგილიც არ არის, რომ ასეთი ტრაგედია დატრიალებულიყო.

ფაქტის თვითმხილველი ამბობს, რომ მივედი, მანქანა გადაჰყავდათ, მაგრამ ისეთი დაზიანებული არ იყო, რომ მეფიქრა შიგნით ვინმე გარდაცვლილი იქნებოდაო:

“ჩვენს სოფელში სტუმრად მოდიოდნენ, ბავშვის დედის დეიდის სახლში, ბავშვის ბებიაც იმ დროს დის სახლში ყოფილა. დაღუპული პატარას მშობლები დიდი ხნის შეუღლებულები არ არიან თურმე, მათი პირველი შვილი იყო და ეს უბედურება დაატყდათ თავს. კალთაში ეჯდა დედას და უთქვამს, შეჯახების დროს ბავშვი ხელიდან გამივარდაო. ვიზუალურად თურმე ჩვილსაც მცირე დაზიანება ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, სიცოცხლისთვის შეუსაბამო ყოფილა და ვერ გადაარჩინეს ექიმებმა. ვუსამძიმრებ ოჯახს ამ უდიდეს ტრაგედიას”,- ამბობს ადგილობრივი ჩვენთან საუბარში.

“კვირის პალიტრა” სამძიმარს უცხადებს ოჯახს მომხდარი ტრაგედიის გამო.

ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია სს კოდექსის 276 მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.