მის საფრანგეთი” 34 წლის ბორტგამცილებელი გახდა – კონკურსის ისტორიაში ის ყველაზე “ხანდაზმული” გამარჯვებულია (ფოტოები)

ანჟელიკა ან­გარ­ნი-ფი­ლო­პო­ნი, 34 წლის ბორტგამ­ცი­ლე­ბე­ლი, საფ­რან­გე­თის კა­რი­ბის ზღვის კუნ­ძულ მარ­ტი­ნი­კა­დან გახ­და “მის საფ­რან­გე­თი 2024”

კონ­კურ­სის ის­ტო­რი­ა­ში ის ყვე­ლა­ზე “ხან­დაზ­მუ­ლი” გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია.

ფი­ლო­პო­ნიმ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა კონ­კურ­სში მას შემ­დეგ შეძ­ლო, რაც ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რი შეც­ვა­ლეს

ფინალში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ოც­და­ათ­მა კან­დი­დატ­მა, მათ შო­რის ექი­მებ­მა და სტო­მა­ტო­ლო­გებ­მა. .

“2011 წელს, 20 წლის ახალ­გაზ­რდა ქალ­მა Miss Martinique-ის კონ­კურ­სში მე­ო­რე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. დღეს სწო­რედ ეს ახალ­გაზ­რდა, 34 წლის ქალი დგას თქვენს წი­ნა­შე, რათა კი­დევ ერთხელ წა­რად­გი­ნოს მარ­ტი­ნი­კა, მისი დი­ას­პო­რა და ქა­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ასა­კის გამო ბევრ რა­მე­ზე უთხრეს უარი”, – ნათ­ქვა­მია კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ “მის საფ­რან­გე­თის” გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მოვ­ლე­ნამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, ნი­დერ­ლან­დებ­ში სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სი გა­უქ­მდა. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ისი­ნი ყუ­რა­დღე­ბას წარ­მა­ტე­ბულ ქა­ლებ­სა და მათ ის­ტო­რი­ებს და­უთ­მო­ბენ.