ამის შესახებ HuffPost-ს ნიუ-იორკელმა (აშშ) უროლოგმა და ქირურგმა იანივ ლარიშმა განუცხადა.
ლარიშმა აღნიშნა, რომ რეკომენდაცია სქესობრივი აქტის შემდეგ დაუყოვნებლივ ტუალეტში წასვლის შესახებ ფართოდ არის ცნობილი და პოპულარულია სამედიცინო საზოგადოებაშიც კი.
მისი თქმით, ბევრი ექიმი ურჩევს თავის პაციენტებს, განსაკუთრებით ქალებს, ამის გაკეთებას ყოველ ჯერზე ინტიმური ურთიერთობის შემდეგ.
- ”იდეა არის ის, რომ ყველაფერი გამოირეცხება. ჩვენ არაფერი გვაქვს მოშარდვის საწინააღმდეგო, მაგრამ ეს ხელს არ უშლის UTI-ს (სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს). ამ განცხადებას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია“, – განაცხადა უროლოგმა.
ასევე, მითი აღმოჩნდა რწმენა იმისა, რომ დუჟინგი სასარგებლოა საშარდე გზების დაავადებების პროფილაქტიკისთვის. ლარიშმა განმარტა, რომ ამ მეთოდის ეფექტურობის მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს.
სპეციალისტმა დასძინა, რომ როგორც კი ვლინდება ინფექციის სიმპტომები:
- წვა,
- ტუალეტში წასვლის ხშირი სურვილი,
- ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში
– საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, რათა დაინიშნოს სწორი მკურნალობა