3 კერძი, რომელიც მწვანე ხის გველს უნდა დაახვედროთ სუფრაზე, რომ წარმატებული წელი გქონდეთ

2025 წელი ჩი­ნუ­რი კა­ლენ­დრის მი­ხედ­ვით მწვა­ნე ხის გვე­ლის წე­ლია, რაც სიბ­რძნეს, ჰარ­მო­ნი­ა­სა და ცვლი­ლე­ბებს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს. ახალ წელს სწო­რედ სიმ­ბო­ლუ­რი კერ­ძე­ბი ქმნი­ან მყუდ­რო ატ­მოს­ფე­როს და და­დე­ბით ენერ­გი­ას. სა­ა­ხალ­წლო მე­ნი­უს შედ­გე­ნი­სას უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ დამ­დე­გი წლის სიმ­ბო­ლოს უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი.

მა­გა­ლი­თად, მწვა­ნე ხის გვე­ლის წლის და­სახ­ვედ­რად, აქ­ცენ­ტი უნდა გა­კეთ­დეს მწვა­ნე ფე­რის ბოსტნე­ულ­ზე, ნა­ტუ­რა­ლურ პრო­დუქ­ტებ­სა და ნოყი­ერ კერ­ძებ­ზე, რომ­ლე­ბიც სიბ­რძნეს, სიმ­შვი­დეს და ჰარ­მო­ნი­ას გა­მო­ხა­ტა­ვენ. ერთ-ერთი მთა­ვა­რი ინ­გრე­დი­ენ­ტი – თევ­ზია, რო­მე­ლიც სიმ­ბო­ლუ­რად გა­მო­ხა­ტავს სი­უხ­ვეს, კე­თილ­დღე­ო­ბა­სა და ჰარ­მო­ნი­ას. გვე­ლი წყლის ენერ­გი­ას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ამი­ტომ თევ­ზი და ზღვის პრო­დუქ­ტე­ბი 2025 წლის სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი უნდა იყოს.

ჩვენ შე­ვარ­ჩი­ეთ 3 კერ­ძი, რომ­ლე­ბიც იდე­ა­ლუ­რად შე­ე­ფე­რე­ბა მწვა­ნე ხის გვე­ლის წელს. ისი­ნი არა მხო­ლოდ და­ამ­შვე­ნე­ბენ თქვენს სა­ა­ხალ­წლო სუფ­რას, არა­მედ წარ­მა­ტე­ბას და კე­თილ­დღე­ო­ბას მო­ი­ზი­და­ვენ თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში.

1. ფე­ნო­ვა­ნი სა­ლა­თა ქა­შა­ყით, კარ­ტო­ფი­ლით, მჟა­ვე კიტ­რი­თა და ყვე­ლით

მწვა­ნე ხის გვე­ლის­თვის სიმ­ბო­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ბუ­ნებ­რი­ო­ბა­სა და სიმწვა­ნეს. სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა­ზე უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ მწვა­ნე ბოსტნე­ულს, რო­გო­რი­ცაა კიტ­რი, მწვა­ნე სა­ლა­თის ფოთ­ლე­ბი, ბარ­და და სხვა­დას­ხვა მწვა­ნი­ლი. ეს ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი სუფ­რას არა მხო­ლოდ სიმ­სუ­ბუ­ქეს და სი­ჯან­სა­ღეს შეს­ძენს, არა­მედ ჰარ­მო­ნი­უ­ლად გა­მო­ხა­ტავს გვე­ლის სიბ­რძნეს და სიმ­შვი­დეს. კერ­ძის ძი­რი­თა­დი ინ­გრე­დი­ენ­ტი კი ქა­შა­ყია. დრო­ის და­ზოგ­ვის მიზ­ნით, შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ „ოკე­ა­ნის“ გა­სუფ­თა­ვე­ბუ­ლი, დაჭ­რი­ლი და მზა ქა­შა­ყი, რო­მე­ლიც და­მა­რი­ნა­დე­ბუ­ლია მწვა­ნე ხახვთან და მწვა­ნილ­თან ერ­თად.

ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი (4 ულუ­ფის­თვის):

  • ქა­შა­ყი: 330 გ
  • კარ­ტო­ფი­ლი: 320 გ
  • მჟა­ვე კიტ­რი (მა­რი­ნა­დი) 320 გ
  • რბი­ლი ყვე­ლი (ჩე­და­რი, გა­უ­და ან სულ­გუ­ნი, თქვე­ნი გე­მოვ­ნე­ბით): 100 გ
  • მწვა­ნე ხახ­ვი: 50 გ
  • კვერ­ცხი: 2 ცალი
  • მა­ი­ო­ნე­ზი: 100 გ
  • კონ­სერ­ვი­რე­ბუ­ლი მწვა­ნე ბარ­და (დე­კო­რა­ცი­ის­თვის): 50 გ

მომ­ზა­დე­ბის წესი:

  1. ქა­შა­ყი შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ რო­გორც მთლი­ა­ნი, ასე­ვე დაჭ­რი­ლი ფილე.
  2. რბი­ლი ყვე­ლი გა­ხეხ­ვამ­დე 15-20 წუ­თით შე­დეთ მა­ცი­ვარ­ში.
  3. კარ­გად გა­რე­ცხეთ კარ­ტო­ფი­ლი და კვერ­ცხი, მო­ხარ­შეთ მა­რი­ლი­ან წყალ­ში.
  4. კვერ­ცხი ხარ­შეთ 10 წუთი ადუ­ღე­ბი­დან. კარ­ტო­ფი­ლი – 15-25 წუთი, ზო­მის მი­ხედ­ვით. მო­ხარ­შვის შემ­დეგ, გა­ა­ცი­ეთ და გაფ­ცქვე­ნით.
  5. ფე­ნე­ბის აწყო­ბა: ფორ­მის მი­სა­ცე­მად გა­მო­ი­ყე­ნეთ კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი რგო­ლი ან ხელ­ნა­კე­თი პლასტმა­სის ბოთ­ლის­გან გა­მოჭ­რი­ლი რგო­ლი.
  6. პირ­ვე­ლი ფენა: გა­ხე­ხეთ კარ­ტო­ფი­ლი, გა­და­ა­ნა­წი­ლეთ ფე­ნად და წა­უს­ვით მა­ი­ო­ნე­ზი.
  7. მე­ო­რე ფენა: დაჭ­რი­ლი ქა­შა­ყის ფილე გა­და­ა­ნა­წი­ლეთ კარ­ტო­ფი­ლის ფე­ნა­ზე.
  8. მე­სა­მე ფენა: დაჭ­რი­ლი მწვა­ნე ხახ­ვი და­ა­მა­ტეთ ქა­შაყ­ზე.
  9. მე­ო­თხე ფენა: რბი­ლი ყვე­ლი გა­ხე­ხეთ წვრილ სა­ხეხ­ზე და გა­და­ა­ნა­წი­ლეთ ხახვზე.
  10. მე­ხუ­თე ფენა: გა­ხე­ხეთ მჟა­ვე კიტ­რი, თუ ზედ­მე­ტად სვე­ლია, შე­აშ­რეთ ქა­ღალ­დის ხელ­სა­ხო­ცით და მო­ა­თავ­სეთ ყველ­ზე, შემ­დეგ და­ა­მა­ტეთ მა­ი­ო­ნე­ზი.
  11. მე­ექ­ვსე ფენა: კვერ­ცხი გა­ხე­ხეთ, გა­და­ა­ნა­წი­ლეთ კიტ­რის ფე­ნა­ზე.
  12. ფრთხი­ლად მო­ა­შო­რეთ რგო­ლი. სა­ლა­თის ზე­და­პირს მო­ა­ყა­რეთ კონ­სერ­ვი­რე­ბუ­ლი მწვა­ნე ბარ­და.

2.ნორ­ვე­გი­უ­ლი ორა­გუ­ლის ბრუს­კე­ტე­ბი

ლა­მა­ზი და გემ­რი­ე­ლი იდეა ნორ­ვე­გი­უ­ლი ორა­გუ­ლით.

ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი:

  • მდნა­რი ყვე­ლი – გე­მოვ­ნე­ბით
  • ტოს­ტის პური
  • შე­ბო­ლი­ლი ორა­გუ­ლი – 28 გ
  • კიტ­რი – 1 ცალი
  • მო­ხარ­შუ­ლი ჭარ­ხა­ლი – 1 ცალი
  • ქათ­მის დიდი კვერ­ცხი – 1 ცალი
  • კამა – 1 კონა

მომ­ზა­დე­ბის წესი

  1. ტოს­ტის პუ­რი­დან გა­მო­ჭე­რით მრგვა­ლი ნაჭ­რე­ბი, წა­უს­ვით მდნა­რი ყვე­ლი.
  2. ზე­მო­დან და­ა­წყვეთ შე­ბო­ლი­ლი ორა­გუ­ლი, კიტ­რის ნა­ჭე­რი, მო­ხარ­შუ­ლი ჭარ­ხა­ლი და მაგ­რად მო­ხარ­შუ­ლი კვერ­ცხი.
  3. მო­ა­ყა­რეთ კამა და მორ­თეთ სურ­ვი­ლი­სა­მებრ.

3. სა­ლა­თა „შუბა“ – თა­ნა­მედ­რო­ვე ვა­რი­ა­ცია

ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­ლა­თის თა­ნა­მედ­რო­ვე ვა­რი­ა­ცია. ხას­ხა­სა ფე­რე­ბი და ორი­გი­ნა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტა – ამ რე­ცეპ­ტით არა მარ­ტო გვე­ლის წელს ასი­ა­მოვ­ნებთ, არა­მედ სტუმ­რებ­საც სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­აკ­ვირ­ვებთ

ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი:

  • კვერ­ცხი – 3 ცალი
  • ჭარ­ხა­ლი – 470 გ
  • კარ­ტო­ფი­ლი – 315 გ
  • სტა­ფი­ლო – 200 გ
  • ხახ­ვი – 50 გ
  • მა­ი­ო­ნე­ზი – 240 გ
  • ქა­შა­ყი – 170 გ
  • ჟე­ლა­ტი­ნი – 14 გ
  • მა­რი­ლი – გე­მოვ­ნე­ბით

მომ­ზა­დე­ბის წესი:

  1. ხახ­ვი და­ჭე­რით სა­შუ­ა­ლო ზო­მის ნაჭ­რე­ბად და და­ას­ხით მდუ­ღა­რე წყა­ლი. ქა­შა­ყი და­ჭე­რით კუ­ბი­კე­ბად. კარ­ტო­ფი­ლი, ჭარ­ხა­ლი, სტა­ფი­ლო და კვერ­ცხი მო­ხარ­შეთ მა­რი­ლი­ან წყალ­ში. მო­ხარ­შუ­ლი კარ­ტო­ფი­ლი, სტა­ფი­ლო და კვერ­ცხი გა­ხე­ხეთ მსხვილ სა­ხეხ­ზე.
  2. აი­ღეთ 16 სმ დი­ა­მეტ­რის კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი რგო­ლი (შე­იძ­ლე­ბა რე­გუ­ლი­რე­ბა­დი). რგო­ლი და­დეთ თეფ­შზე. შიგ­ნით წა­უს­ვით მცე­ნა­რე­უ­ლი ზეთი.
  3. მა­ი­ო­ნე­ზი გა­და­ი­ტა­ნეთ სა­კონ­დიტ­რო ტო­მა­რა­ში. პირ­ველ ფე­ნად მო­ა­თავ­სეთ გა­ხე­ხი­ლი კარ­ტო­ფი­ლი და და­აბრტყე­ლეთ.
  4. შემ­დეგ ფე­ნად და­დეთ მა­ი­ო­ნე­ზის ბადე, ქა­შა­ყი, ხახ­ვი, ისევ მა­ი­ო­ნე­ზი, შემ­დეგ კვერ­ცხი და ისევ მა­ი­ო­ნე­ზი. ბოლო ფე­ნად მო­ა­თავ­სეთ სტა­ფი­ლო და მა­ი­ო­ნე­ზი, კარ­გად და­აბრტყე­ლეთ
  5. გადააფარეთ საკ­ვე­ბი პარ­კი და შედ­გით მა­ცი­ვარ­ში 3 სა­ა­თით. ჟე­ლა­ტინს და­ას­ხით თბი­ლი წყა­ლი და გა­ა­ჩე­რეთ, რომ გა­ფუვ­დეს. ჭარ­ხა­ლი გა­ჭე­რით 4 ნა­წი­ლად და და­აბ­ლენ­დერეთ ერ­თგვა­რო­ვან მა­სად.
  6. გა­და­ა­ფა­რეთ საკ­ვე­ბი პარ­კი და შედ­გით მა­ცი­ვარ­ში 3 სა­ა­თით. ჟე­ლა­ტინს და­ას­ხით თბი­ლი წყა­ლი და გა­ა­ჩე­რეთ, რომ გა­ფუვ­დეს. ჭარ­ხა­ლი გა­ჭე­რით 4 ნა­წი­ლად და და­აბ­ლენ­დერეთ ერ­თგვა­რო­ვან მა­სად.
  7. ჭარხლის მა­სა­ში და­ა­მა­ტეთ დარ­ჩე­ნი­ლი მა­ი­ო­ნე­ზი (160 გ), მა­რი­ლი გე­მოვ­ნე­ბით და ისევ გა­ა­ტა­რეთ ბლენ­დე­რით. გა­ფუ­ე­ბუ­ლი ჟე­ლა­ტი­ნი გა­ათ­ბეთ მიკ­რო­ტალ­ღურ ღუ­მელ­ში თხე­ვად მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე (90 გრა­დუს­ზე მე­ტად არ უნდა გა­ცხელ­დეს). თხე­ვა­დი ჟე­ლა­ტი­ნი შე­უ­რი­ეთ ჭარხლის მა­სას და კარ­გად აუ­რი­ეთ.
  8. მა­ცივ­რი­დან გა­მო­ღე­ბულ ტორ­ტს მო­ა­ცი­ლეთ რგო­ლი და პარ­კი. აი­ღეთ 18 სმ დი­ა­მეტ­რის (წი­ნა­ზე უფრო ფარ­თო) რგო­ლი, და­ა­ფა­რეთ სა­ლათს, წა­უს­ვით მა­ი­ო­ნე­ზი ყვე­ლა მხრი­დან.
  9. ჭარხლის მასა გა­და­ი­ტა­ნეთ სა­კონ­დიტ­რო ტო­მა­რა­ში და ტორ­ტს და­ას­ხით ზე­მო­დან, ფრთხი­ლად გა­ა­ნა­წი­ლეთ სპა­ტუ­ლით, გა­ას­წო­რეთ ზე­და­პი­რი და შედ­გით მა­ცი­ვარ­ში მი­ნი­მუმ 3 სა­ა­თით ან მთე­ლი ღა­მით.
  10. და­სას­რულს მო­ა­ცი­ლეთ რგო­ლი. გა­ა­ფორ­მეთ გე­მოვ­ნე­ბით: ქა­შა­ყის ნაჭ­რე­ბით, მწვა­ნი­ლით, სე­ზა­მის მარ­ცვლე­ბით ან ჩი­ლის წი­წა­კის რგო­ლე­ბით.

გი­ლო­ცავთ დამ­დეგ 2025 წელს!