საქართველოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტებით მოქალაქეთა გარკვეულ ჯგუფებს უფასოდ შეუძლიათ ისარგებლონ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე ვკითხულობთ.
პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფას:
- გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები;ფილტვის ქრონიკული დაავადებები;
- დიაბეტი (ტიპი II);
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
- ეპილეფსია;
- პარკინსონის დაავადება.
ხოლო აღნიშნული პროგრამით სარგებლობა შეუძლია შემდეგ კატეგორიას:
- პირი, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ერთეულს;
- მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა საპენსიო ასაკი (ქალი – 60 წლიდან, მამაკაცი – 65 წლიდან);
- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (შშმ ბავშვი, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი);
- ვეტერანი;პარკინსონით დაავადებული საქართველოს მოქალაქე;ეპილეფსიით დაავადებული საქართველოს მოქალაქე;
- გორის, ხაშურის, კასპის, ქარელის, დუშეთის, ონის, საჩხერის, ზუგდიდის, მესტიის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა.