9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი სრულდება, სწორედ 9 აპრილის მოვლენებს ეძღვნება გადაცემის „სიცრუის დეტექტორი“ მორიგი ეპიზოდი, რომელიც ეთერში 8 აპრილს გავა.
გადაცემის სტუმრები 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული გმირი ქალები იქნებიან – ლელა ვეფხვაძე, რომელიც დარბევის დროს, რუსთაველის გამზირზე, ფანდურზე „სალაღობოს“ ასრულებდა და მარი ნანა მახარაძე, ქალი დროშით, რომლის ფოტოც ასევე 9 აპრილის მოვლენების სიმბოლოდ იქცა.
გადაცემის სტუმრები 35 წლის წინ, რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს იხსენებენ:
„გმირობა არის, 100 %-იან სიკვდილზე რომ მიდიხარ და მაინც მიდიხარ..
ბატონი მერაბის ხმა იყო: „გოგოებო, მოდით, რა, „სალაღობო“ დააგუგუნეთ. ჩვენ ის ერ ვართ, ვინც სიკვდილსაც კი სიმღერით ვხვდებით…