ქათმის მომზადების უამრავი ვერსია არსებობს. არ აქვს მნიშვნელობა მის შეწვას აპირებთ, თუ კერძში გამოყენებას, არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია. ეს ეხება როგორც დამარინადებას, ისე მის სოუსს. ამჯერად გაგაცნობთ შემწვარ ქათამს მაიონეზის სოუსში, რომლითაც თქვენი ოჯახის წევრებსა თუ მეგობრებს თავს ნამდვილად მოაწონებთ.
ინგრედიენტები
- ქათმის ფილე – 1 კგ
- მაიონეზი „სლობოდა“ არაჟნით – 200 მლ
- ცივი წყალი – 100 მლ
- ხმელი ქინძი – 0.5 ჩკ
- უცხო სუნელი – 0.5 ჩკ
- ზაფრანა – 1 ჩკ
- ნიორი – 2 კბილი
- წითელი წიწაკა
- ქინძი – 10 გ
- ხახვი – 1 თავი
- მარილი
მომზადების წესი
ქათმის ფილე შეწვით გახურებულ ზეთიან ტაფაზე. ხორცის ამოღების შემდეგ კი იმავე ტაფაზე მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. პარალელურად, თარში მოათავსეთ მაიონეზი, დაასხით წყალი, დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი, ხახვი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ზაფრანა, წითელი წიწაკა, მწვანილი და კარგად ამოურიეთ. შემწვარი ქათმის ფილე ჩააწყვეთ მიღებულ სოუსში და გემრიელი სადილი მთელი ოჯახისთვის მზადაა.