ვნანობ, რომ ჩემი შვილისთვის “ოზემპიკის” გაკეთებას დავთანხმდი, არაფერი ვიცოდი ამ “სასტიკ პრეპარატზე” – რა შეემთხვა თეონა კონტრიძის ქალიშვილს

თე­ო­ნა კონ­ტრი­ძე­ზე რუ­სუ­ლი მე­დია ვრცელ სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც მისი გან­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბის სირ­თუ­ლე­ებ­ზე გვიყ­ვე­ბა. “ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი, რომ­ლის სა­ხე­ლიც ჯაზ-პან­კის სიმ­ბო­ლოდ იქცა” – ასე უწო­დე­ბენ თე­ო­ნას მე­დი­ა­ში. ქა­ლის, რომ­ლის კა­რი­ე­რაც მე­ზო­ბელ რუ­სეთ­ში წარ­მა­ტე­ბით გან­ვი­თარ­და, რა­საც ვერ ვი­ტყვით მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე, რო­მელ­საც დრა­მა არ დაჰკლე­ბია.

თე­ო­ნა თბი­ლის­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და, მისი ოჯა­ხი ყო­ველ­თვის მჭიდ­როდ იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მუ­სი­კას­თან: ბა­ბუა ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე უკ­რავ­და, დედა მღე­რო­და. სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კონ­ტრი­ძემ სწავ­ლა გნე­სი­ნის სკო­ლა­ში გა­აგ­რძე­ლა. თავ­და­პირ­ვე­ლად დი­რი­ჟო­რო­ბა სურ­და, სა­ბო­ლო­ოდ პოპ-ჯა­ზის ვო­კა­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბა აირ­ჩია.

სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში მოს­კო­ვის გა­რე­უ­ბან­ში ცხოვ­რობ­და, რაც მის­თვის არც ისე მარ­ტი­ვი იყო. ღა­მით სკო­ლის სარ­დაფ­ში მდე­ბა­რე ჯა­ზის კა­ფე­ში მღე­რო­და, დი­ლით კი სას­წავ­ლე­ბელ­ში მი­დი­ო­და.

1999 წლის­თვის თე­ო­ნას უკვე თა­ვი­სი ჯაზ-კვარ­ტე­ტი Teona Kontridze & Band ჰქონ­და, რო­მე­ლიც გა­მო­დი­ო­და კლუ­ბებ­სა და რეს­ტორ­ნებ­ში. მისი ნიჭი მხო­ლოდ მუ­სი­კით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და. კონ­ტრი­ძემ ბედი კი­ნო­შიც სცა­და. 2014 წელს კი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შოუს წამ­ყვა­ნი გახ­და.

და­უ­გეგ­მა­ვი ბავ­შვი

2003 წელს თე­ო­ნა კონ­ტრი­ძე ნი­კო­ლაი კლო­პოვს შეხ­ვდა. მათი ურ­თი­ერ­თო­ბა არას­ტა­ბი­ლუ­რად გან­ვი­თარ­და. შეყ­ვა­რე­ბულ­მა ნი­კო­ლა­იმ არა­ერ­თხელ სთხო­ვა ქალს და­ქორ­წი­ნე­ბა, მაგ­რამ თე­ო­ნა უარ­ზე იყო, სურ­და მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა და ენერ­გია კა­რი­ე­რა­ზე და­ე­ხარ­ჯა. მალე ბედ­მა „ვარ­სკვლა­ვე­ბის ფაბ­რი­კის“ მო­ნა­წი­ლეს იური ტი­ტოვს შე­ახ­ვედ­რა. მათ შო­რის ნამ­დვი­ლი ვნე­ბა გაჩ­ნდა, ბიჭი მას­ზე 7 წლით უმ­ცრო­სი იყო. მალე თე­ო­ნა ნი­კო­ლა­ის სა­ბო­ლო­ოდ და­შორ­და. მცი­რე ხნის შემ­დეგ კი ეჭვი შე­ე­პა­რა, რომ ორ­სუ­ლად იყო.

კონ­ტრი­ძე შოკ­ში იყო, ბავ­შვი და­გეგ­მი­ლი არ ყო­ფი­ლა. მომ­ღე­რალ­მა სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ოთხი ტეს­ტი გა­ი­კე­თა და ყვე­ლა და­დე­ბი­თი იყო. პირ­ვე­ლად მე­გობ­რებს და­უ­რე­კა, შემ­დეგ კი გა­და­წყვი­ტა ეს ამ­ბა­ვი ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის­თვის ნი­კო­ლა­ის­თის ეთ­ქვა.

“ის ძა­ლი­ან შე­წუ­ხე­ბუ­ლი იყო. ვუ­თხა­რი, რომ იდი­ო­ტი იყო და ტე­ლე­ფო­ნი გავ­თი­შე“, – იხ­სე­ნებ­და თე­ო­ნა.

  • ტი­ტო­ვი თა­ვის კა­რი­ე­რა­ზე ფიქ­რობ­და და მისი აზ­რით და­ო­ჯა­ხე­ბა ხელს შე­უშ­ლი­და ამ­ბი­ცი­ურ გეგ­მებ­ში. ახ­ლა­ხან მომ­ღე­რალ­მა მე­დი­ას­თან აღი­ა­რა, რომ შვი­ლი ცხოვ­რე­ბა­ში მხო­ლოდ ორ­ჯერ ნახა.

თე­ო­ნა მარ­ტო არ დარ­ჩე­ნი­ლა. ნი­კო­ლაი კლო­პო­ვი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­ტო­ვე­ბას არ აპი­რებ­და და ყო­ველ­თვის მის გვერ­დით იყო. ქა­ლიშ­ვი­ლის რედი-მა­რი­ა­მის და­ბა­დე­ბი­დან ერთი წლის შემ­დეგ, თე­ო­ნა და ნი­კო­ლაი და­ქორ­წინ­დნენ. ამ ქორ­წი­ნე­ბა­ში წყვილს სა­ერ­თო ვაჟი გი­ორ­გი შე­ე­ძი­ნათ. ნი­კო­ლაი ზრუ­ნავ­და ბავ­შვებ­ზე, რო­დე­საც თე­ო­ნა გას­ტრო­ლებ­ზე მი­დი­ო­და და ყო­ველ­თვის გვერ­დში ედგა რთულ მო­მენ­ტებ­ში.

ქა­ლიშ­ვი­ლის პრობ­ლე­მე­ბი

დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, თე­ო­ნას ქა­ლიშ­ვილ­მა, რედი-მა­რი­ამ­მა, რო­მე­ლიც სა­ოც­რად ჰგავს იუ­რის, არ იცო­და ვინ იყო მისი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მამა. რო­დე­საც სი­მარ­თლე გა­ი­გო მისი გაც­ნო­ბის სურ­ვი­ლი არ გა­მო­უთ­ქვამს.

“სი­ტუ­ა­ცია ად­ვი­ლი არ არის, ეს არის ცხოვ­რე­ბა. ხუმ­რო­ბა ხომ არ არის 16 წლის მან­ძილ­ზე ორ­ჯერ ვნა­ხეთ ერ­თმა­ნე­თი. იქ არის მისი ოჯა­ხი, იქ არის მამა. მე კი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშო­ბე­ლი ვარ“, – თქვა ტი­ტოვ­მა მე­დი­ას­თან.

ცოტა ხნის წინ 47 წლის მომ­ღე­რალ­მა თე­ო­ნა კონ­ტრი­ძემ სა­კუ­თარ ბლოგ­ზე გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მისი 16 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი რედი-მა­რი­ა­მი ერთ-ერთ გა­რეკ­ლა­მე­ბულ წო­ნა­ში და­საკ­ლებ ინი­ექ­ცი­ას 14 წლი­დან იკე­თებ­და. თე­ო­ნას თქმით, წა­მა­ლი მო­ზარდს კვა­ლი­ფი­ცი­ურ­მა ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ­მა და­უ­ნიშ­ნა და ის, რო­გორც დედა, ეჭ­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, და­თან­ხმდა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამ სი­ტუ­ა­ცი­ას “სას­ტი­კი სირ­ცხვი­ლი” უწო­და.

გარ­და ამი­სა, რეკ­ლა­მი­რე­ბულ­მა წა­მალ­მა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა მის ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, რა­მაც გა­მო­იწ­ვია დეპ­რე­სია.

  • “არ ვჭამ, არ ვსვამ, არა­ფე­რი მი­ხა­რია, არ მინ­და მე­გობ­რებ­თან ერ­თად გას­ვლა, არ გინ­დათ ზღვა­ში ბა­ნა­ო­ბა”, – შეს­ჩივ­ლა დე­დას რედი-მა­რი­ამ­მა. თე­ო­ნა კონ­ტრი­ძემ აღი­ა­რა, რომ შვი­ლის ამ მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, ახლა მას და­ნა­შა­უ­ლის სა­ში­ნე­ლი გრძნო­ბა აწუ­ხებს.

16 წლის ასაკ­ში რედი-მა­რი­ა­მი სე­რი­ო­ზუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდა. მან რამ­დე­ნი­მე თვე­ში 23 კი­ლოგ­რა­მი და­იკ­ლო, რა­მაც ორ­გა­ნიზ­მზე და ფსი­ქი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა.

“მე ვიცი, რომ ეს ვი­დეო ბევრ კრი­ტი­კას გა­მო­იწ­ვევს და ყვე­ლა „ყვე­ლაფ­რის­მცოდ­ნე“ გა­მო­ეხ­მა­უ­რე­ბა, მაგ­რამ ჩვენ ეს უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა… დიდი ხა­ნია ვგეგ­მავ­დით ამის ჩა­წე­რას.

ჩემი საყ­ვა­რე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი 14 წლის ასაკ­ში იკე­თებ­და ოზემ­პი­კის ინი­ექ­ცი­ებს, და ძა­ლი­ან ვნა­ნობ, რომ ამ სას­ტიკ ქმე­დე­ბას დავ­თან­ხმდი. მა­შინ არა­ფე­რი ვი­ცო­დი ამ პრე­პა­რა­ტის შე­სა­ხებ, ის კვა­ლი­ფი­ცი­ურ­მა ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ­მა და­ნიშ­ნა, რო­მე­ლიც ახლო მე­გობ­რებ­მა გვირ­ჩი­ეს.

და­ნა­შა­უ­ლის გრძნო­ბა მა­წუ­ხებს, მაგ­რამ ეს უკვე მოხ­და და, ღმერ­თის წყა­ლო­ბით, დას­რულ­და. იქ­ნებ ამ ვი­დე­ომ მა­ინც და­არ­წმუ­ნოს თუნ­დაც ერთი ადა­მი­ა­ნი, რომ არ მი­ი­ღოს ეს წა­მა­ლი… იქ­ნებ ერთი მო­ზარ­დი მა­ინც გა­და­ვარ­ჩი­ნოთ… ან არა მარ­ტო მო­ზარ­დი.

ინ­სუ­ლინ­რე­ზის­ტენ­ტო­ბა ისე­თი­ვე სა­ში­ში არ არის, რო­გორც ამას ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ. შე­საძ­ლე­ბე­ლია, პრობ­ლე­მას სხვა გზე­ბი­თაც გა­უმკლავ­დეთ. ნუ ეძებთ მარ­ტივ გა­მო­სა­ვალს, ის შე­იძ­ლე­ბა სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდეს!