10 წლის ბიჭს, რომელსაც მშობლების ძალადობის შემდეგ ფეხების ამპუტაცია დასჭირდა, სიარული კვლავ შეუძლია 

ბრი­ტა­ნე­ლი ბი­ჭის ამ­ბავ­მა მსოფ­ლიო მო­იც­ვა. 10 წლის ტონი ჰა­ჯე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყა­ვარ­ჯნე­ბით, პრო­თე­ზე­ბით ან ინ­ვა­ლი­დის ეტ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და.

თუმ­ცა ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, რო­მე­ლიც მისი დის­ლო­კა­ცი­უ­რი თე­ძოს რე­კონ­სტრუქ­ცი­ა­სა და მარ­ცხე­ნა ფე­ხის დაგ­რძე­ლე­ბას ისა­ხავ­და მიზ­ნად, მან ფე­ხე­ბის ზედა ნა­წი­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით სი­ა­რუ­ლი და­ი­წყო. ბავ­შვის­თვის პრო­თე­ზე­ბის ტა­რე­ბაც უფრო მარ­ტი­ვი გახ­და, რად­გან მისი ფე­ხე­ბი ახლა თა­ნა­ბა­რი სიგ­რძი­საა.

პა­უ­ლა ჰა­ჯელ­მა, ქალ­ბა­ტონ­მა, რო­მელ­მაც ტონი იშ­ვი­ლა, The Sun-ს გა­ნუ­ცხა­და:

“ეს სრუ­ლი სას­წა­უ­ლია – ქი­რურ­გმა აბ­სო­ლუ­ტუ­რი სა­ოც­რე­ბა ჩა­ი­დი­ნა. ოპე­რა­ცი­ე­ბი ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, მაგ­რამ ახლო მო­მა­ვალ­ში ახა­ლი ოპე­რა­ცია არ იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო, ამი­ტომ ტონი მო­უთ­მენ­ლად ელის, რო­დის შეძ­ლებს ფეხ­ბურ­თის თა­მაშს. ძა­ლი­ან უნდა თა­მა­ში, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის დრო­საც ოდ­ნავ და­არ­ტყა ფეხი ბურთს – მგო­ნი, ჯობ­და, ეს არ გა­ე­კე­თე­ბი­ნა – მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დას­რულ­და!“

ტო­ნიმ 2 მი­ლი­ონ ფუნტზე მეტი შე­აგ­რო­ვა სა­ა­ვად­მყო­ფოს­თვის, რო­მელ­მაც მას მცი­რე­წლო­ვან ასაკ­ში სი­ცო­ცხლე შე­უ­ნარ­ჩუ­ნა. პა­უ­ლა ჰა­ჯელ­მა ის თა­ვი­სი „გამ­ძლე­ო­ბი­სა და მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბის­თვის“ შე­ა­ქო.

  • ბიჭ­მა ექ­ვსი კვი­რის ასაკ­ში მშობ­ლე­ბის სას­ტი­კი ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გად მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი მი­ი­ღო. ბო­როტ­მოქ­მე­დებ­მა, ენ­ტო­ნი სმიტ­მა და ჯოდი სიმფსონ­მა, რო­მელ­თაც 2018 წელს 10 წლით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს, სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბამ­დე 10 დღე და­ა­ყოვ­ნეს. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, ტო­ნის ორ­გა­ნო­ე­ბის მრა­ვალ­მხრი­ვი უკ­მა­რი­სო­ბა და სეპ­ტი­ცე­მია (ლპო­ბა) გა­ნუ­ვი­თარ­და.

Evelina London-ის ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფოს მედ­პერ­სო­ნალ­მა მისი სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნა, მაგ­რამ და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად, ბავ­შვის­თვის 4 წლის ასაკ­ში სა­ჭი­რო გახ­და, ორი­ვე ფე­ხის მუხ­ლებ­თან ამ­პუ­ტა­ცია გა­ე­კე­თე­ბი­ნათ.

ბი­ჭის და­უ­ღა­ლა­ვი კამ­პა­ნი­ე­ბის შემ­დეგ, 2022 წელს ბრი­ტა­ნეთ­ში მი­ი­ღეს “ტო­ნის კა­ნო­ნი”, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც გა­ი­ზარ­და სას­ჯე­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თვის, ვინც ბავ­შვებს მათი მოვ­ლის პრო­ცეს­ში ფი­ზი­კურ ზი­ანს აყე­ნებს ან მათ სიკ­ვდილს იწ­ვევს.