თუ სახლში გარკვეული რაოდენობის ვაშვლი შემოგრჩათ, ან სადმე იაფად წააწყდით, მზარეული ალეკო ჯავაშვილი გირჩევთ, მისგან მარინადი მოამზადოთ, რომელიც ხანგრძლივი დროით ინახება და შემდეგ დესერტებში გამოიყენოთ. დღეს სწორედ დამარინადებიული ვაშლის ნამცხვირს რეცეპტს გვიზიარებს:
მოამზადეთ კონტეინერი, რომელიც ჰერმეტულად იხურება.
მარინადის მომზადება:
- დაჭერით 2 კილომდე ვაშლი. დააწურეთ 2 ცალი ლიმონი და კარგად დაასველეთ ამ წვენში. დაუმატეთ 300 გრამი შაქარი და ერთი ვანილი.
- კარგად მოურიეთ, თავზე დაახურეთ და შედგით მაცივარში მინიმუმ, 3 დღით. უმჯობესია, თუ ერთი კვირით მაინც გააჩერებთ.
- როცა მარინადი მზად იქნება, დააბლენდერეთ.
ნამცხვარი მარინადისგან
- დაბლენდერებული ვაშლის მარინადის მასა 500 გრამი.
- სოდა 1 ს.კ.
- ლიმონის წვენი 3 ს. კ.
- თაფლი 1 ს.კ.
- ზეთი 80 გრამი
- ვანილი 1 ცალი
- გამაფხვიერებელი 1 ს. კ.
- ფქვილი 400 გრამი.
მომზადება:
დაბლენდერებული ვაშლის მარინადის მასა 5 წუთით ვადუღოთ. გავაციოთ. დავამატოთ სოდა, ლიმონის წვენი და გავაჩეროთ 15 წუთით. დავუმატოთ თაფლი, ზეთი, ვანილი და ფქვილი, რომელშიც წინასწარ გამაფხვიებელს შევვურევთ.
გადავიტანოთ მაფინის ფორმებში. ვაცხოთ 45 წუთუთით 155 გრადუსზე.