ცნობილი ხდება, ვაკეში, ტაბიძის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდების ვინაობა.
დაჭრილები არიან გიორგი რუხაძე და სერგი ქურთიაშვილი.
შემთხვევა გუშინ, 12 საათზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 3 პირი დაჭრეს. ერთ-ერთ მათგანს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. მისი მდგომარეობა მძიმეა.