16 წლის გოგონას გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში ახალი ინფორმაციები ვრცელდება. ანი კონცერტს ესწრებოდა, როდესაც დარბაზში უცებ ცუდად გახდა და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ამ საშინელ ამბავს იქ მყოფი უამრავი ადამიანი შეესწრო, რომლებიც სასწრაფო დახმარების ექიმებთან ერთად ცდილობდნენ სკოლის მოსწავლის გადარჩენას, მაგრამ ყველა ცდა ამაო გამოდგა:
„გულით გარდაიცვალა, დაჯდა სკამზე და უცებ ბავშვი გათავდა. ვაიმე, შვილო ეს რა უბედურება დატრიალდა“.
„ამ კონცერტზე ვიყავით ჩვენც და ცუდად რომ გახდა, კულისებიდან დავინახეთ. ღმერთო, რატომ, როგორ მეტკინა გული“, – წერენ სოციალურ ქსელში.