ავტოსაგზაო შემთხვევა ფარეხასთან, ახალციხე–ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე – ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. არსებული ცნობით, დაიღუპა ორი ადამიანი. ერთი პირი ადგილზე, ხოლო მეორე – კლინიკაში გარდაიცვალა.
კლინიკა “იმედში” განმარტავენ, რომ დაშავებული ქალი მათთან პოლიტრამვებით შევიდა და ექიმების მცდელობის მიუხედავად, გული მალევე გაუჩერდა.
გარდაცვლილებიდან ერთი ქალია, მეორე – მამაკაცი.
„ორი ქალბატონი შემოიყვანეს. ერთი დაახლოებით შემოყვანიდან ნახევრ საათში გარდაიცვალა, ზუსტ დროს ვერ გეტყვით, ყველაფერი ჩაუტარდა. პოლიტრავმა ჰქონდა და მრავლობითი დაზიანებები. მიუხედავად ჩატარებული კვლევებისა და რეანიმაციისა გარდაიცვალა. მეორე ქალბატონი სტაბილურად მძიმეა, გონზეა უტარდება კვლევები“,-გვითხრა კლინიკა „იმედის“ დირექტორმა, გიორგი ბარძიმაძემ.