მე, რამდენადაც ისტორიიდან ვიცი, ქართველები საომრად სიმღერით მიდიოდნენ და მაინტერესებს ახლა, ადამიანები რომლებიც რაღაცას აპროტესტებენ, მათთვის თუ შეიძლება ცეკვაც და სიმღერაც, ხოლო ადამიანებისთვის ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, მათთვის რატომ არის აკრძალული თავისი საქმის კეთება, – აღნიშნულის შესახებ ხათუნა ჟორდანიამ გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.
„ვინც შეურაცხყოფას აყენებს ჩემს შვილს, ჩემს ქმარს, ჩემს ოჯახს, ასევე მე, ყველა ეს ადამიანი მე ვთვლი, რომ არის პოტენციური მკვლელი, თქვენ ხართ მკვლელები, იმ ადამიანებს, ვისაც შეგიძლიათ, რომ ასეთი დაუნდობლები იყოთ სხვა აზრის ადამიანების მიმართ, თქვენ ხართ მკვლელები…
მე, რამდენადაც ისტორიიდან ვიცი, ქართველები საომრად სიმღერით მიდიოდნენ და მაინტერესებს ახლა, ადამიანები რომლებიც რაღაცას აპროტესტებენ, მათთვის თუ შეიძლება ცეკვაც და სიმღერაც, ხოლო ადამიანებისთვის ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, მათთვის რატომ არის აკრძალული თავისი საქმის კეთება და რეგიონებში ზღვა ადამიანების და ბავშვების გულის გახარება?!“, – ამბობს ხათუნა ჟორდანია.