მკვლელობით დასრულებული ჩხუბი და კადრები ადგილიდან: რა მოხდა ვარკეთილში და რას ჰყვება მოკლულის დეიდაშვილი – “ვიცი, რომ დანაშაული ერთს არ ჩაუდენია”

უმძიმესი და­ნა­შა­უ­ლი 21 დე­კემ­ბერს ვარ­კე­თილ­ში სა­ღა­მო ხანს მოხ­და. ახალ­გაზ­რდებს შო­რის მომ­ხდა­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა სის­ხლისღვრით დას­რულ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ოთხი ადა­მი­ა­ნი დაჭ­რეს, მათ­გან ერთი ახალ­გაზ­რდა, დე­დი­სერ­თა ბიჭი, 23 წლის მიშო ქავ­თა­რა­ძე მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბით კლი­ნი­კა­ში მის­ვლის­თა­ნა­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

ამ დრომ­დე რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში რჩე­ბა მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი მი­შოს მამა, ბესო ქავ­თა­რა­ძე, რო­მე­ლიც ეზო­ში მო­ჩხუბ­რე­ბის გა­საშ­ვე­ლებ­ლად ჩა­ვი­და, მას სხე­ულ­ზე რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნეს. კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბა კი­დევ ორი დაჭ­რი­ლი ახალ­გაზ­რდა, ისი­ნი მი­შოს მე­გობ­რე­ბი და მე­ზობ­ლე­ბი არი­ან.

რა გახ­და სის­ხლისღვრის მი­ზე­ზი და რა­ტომ დატ­რი­ალ­და ეს ტრა­გე­დია, გა­მო­ძი­ე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლად გა­დარ­ჩე­ნი­ლი ბი­ჭე­ბი ალ­ბათ გა­მო­ძი­ე­ბას უამ­ბო­ბენ რა­ტომ მი­ვი­და საქ­მე ამ­ხე­ლა ტრა­გე­დი­ამ­დე. და­ნა­შა­უ­ლი მათ სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­თან მოხ­და და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა უკვე და­კი­თხეს საქ­მის ირ­გვლივ არა­ერ­თი პირი. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მომ­ხდარ­ზე, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­აც გა­ავ­რცე­ლეს და ცნო­ბი­ლია, რომ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის და მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 1 პირი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. ვრცელ­დე­ბა სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რის კად­რე­ბი, რო­მე­ლიც ტრა­გე­დი­ის ად­გილ­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი.

ანი ფა­ცა­ცია, მიშო ქავ­თა­რა­ძის დე­ი­დაშ­ვი­ლი:

– ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ძა­ლი­ან ძნე­ლია ჩემ­თვის, ჭი­რი­სუფ­ლის­თვის ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი, ძა­ლი­ან მი­ჭირს, რად­გან მიშო არ გვყავს, მაგ­რამ იმ­დე­ნად არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი ვრცელ­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, გა­დავ­წყვი­ტე სი­მარ­თლე ვთქვა. მკვლე­ლო­ბა 21 დე­კემ­ბერს მოხ­და. ბი­ჭე­ბი გა­სარ­თო­ბად უბან­ში იყ­ვნენ ჩა­სუ­ლე­ბი. კერ­ძოდ, მი­შოს კორ­პუ­სის უკა­ნა მხა­რეს იყ­ვნენ. იქ იყო ჩემი დე­ი­დაშ­ვი­ლი მიშო და მისი სა­მე­გობ­რო. ამ დროს გა­მოჩ­დნენ ვი­ღა­ცე­ბი, რამ­დე­ნი­მე პირი, უბ­ნის ბი­ჭე­ბი ეგო­ნათ და თურ­მე მი­შომ და­უ­ძა­ხა, ისი­ნი მო­ვიდ­ნენ და აგ­რე­სი­უ­ლი ტო­ნით და­ი­წყეს სა­უ­ბა­რი. ამას მოჰ­ყვა შე­ლა­პა­რა­კე­ბა, ეს ფაქ­ტი ნახა აივ­ნი­დან ბი­ძა­ჩემ­მა, ბესო ქავ­თა­რა­ძემ, ჩოჩ­ქოლ­ზე ჩა­მო­ვი­და ის ბი­ნი­დან ქვე­ვით, ეზო­ში.თითქოს იმ მომენტში ყველაფერი დასრულდა, მაგრამ როგორც ამბობენ, რამდენიმე ხანში ისევ უკან დაბრუნებულან ეს ბიჭები. ამ ფაქტს კიდევ ერთი თვითმხილველი ჰყავს, მიშოს მეგობარი, ვინც მანქანას აყენებდა იქვე და იმ მომენტში საჭესთან იჯდა. ის ამბობს, მანქანას ვასწორებდი, ამიტომ ერთ მომენტში გავიხედე და ვხედავ ოთხი ადამიანი ერთმანეთზე იყო გადაფარებულიო. ბიძაჩემი, რომელიც გასაშველებლად ჩავიდა, ჩემი დეიდაშვილი მიშო და მისი ორი ძმაკაცი, მათ შორის ერთი მისი მეჯვარე დაჭრეს. ერთმანეთზე იყვნენ გადაფარებული, იმიტომ რომ დანით ჩეხავდნენენ. ყველაზე მეტი ჭრილობა ბიძაჩემს მიაყენეს, ჩემს ბიძაშვილს გვერდულად აქვს ჭრილობა მიყენებული, სავარაუდოდ ე.წ “შტირით” და ფილტვი ჰქონდა დაზიანებული. ბიძაჩემი უმძიმეს მდგომარეობაშია, სოციალურ ქსელებში დაიწერა თითქოს გარდაიცვალა, მაგრამ ე არ არის სიმართლე, ექიმები გვაძლევენ იმედს რომ გადარჩება, თუმცა ჯერ ისევ რეანიმაციაში რჩება. დაჭრილი ორი ახალგაზრდა კი პალატებში არიან გადაყვანილები. მათგან ერთი მიშოს მეჯვარეა, რატი. მათაც ოპერაციები ჩაუტარდათ. ორი გონზეა და ალბათ გამოძიებას მისცემენ ჩვენებას თუ რატომ დატრიალდა ეს ტრაგედია. იმდენად საშინელი რამეები იწერება სოციალურ ქსელში, რაც რეალობას არ შეესაბამება, ამიტომ ვსაუბრობ ამ უდიდესი ტრაგედიის ფონზე თქვენთან. ბიჭები რომ ყვიროდნენ დაჭრილები ვართო, ჩემმა დეიდაშვილმა თავისი ხელით ჩასვა მანქანაში მძიმედ დაჭრილი მამამისი და დაჭრილი ძმაკაცებიც. ფეხზე იდგა თვითონ, ახლა ფიქრობენ რომ ე.წ “შტირით” იყო დაზიანება მისთვის მიყენებული, ალბათ უცებ ვერც მიხვდა. მიშოსთვის მიყენებული ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა, საავადმყოფოში მიყვანსითანავე გაუჩერდა გული. არც უთქვამს მანქანაში რომ თვითონაც დაჭრილი იყო. 45 წუთი ცდილობდა ექიმი რომ გული აემუშავებინა, მაგრამ ვერ გადაარჩინეს. მსუბუქი დაზიანება არც ერთს არ აქვს. ბიძაჩემს ჭრილობები აქვს გულში, ყელში, ფილტვიც აქვს დაზიანებული, მიშოს ერთი ჭრილობა ჰქონდა ფერდის არეში, მის ძმაკაცებსაც გაუკეთდათ ოპერაცია. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ პირს წაუყენეს ბრალი. როგორც ვიცი, იქ დანაშაული ერთ ადამიანს არ ჩაუდენია, ერთი ადამიანი ნამდვილად არ იყო და ერთი ადამიანი ვერ დაჭრიდა სასიკვდილოდ 4 ჯანღონით სავსე ადამიანს. ვერ გავიგე რატომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ერთი პირია დაკავებული. ჩემი ინფორმაციით, კიდევ ჰყავს პოლიციას სხვა პირებიც აყვანილი, თუმცა მათზე არაფერი წერია ოფიციალურ განცხადებაში. როგორც ვიცი, ერთი დამნაშავე გორში დაუკავებიათ. დანამდვილებით ვიცი, რომ მხოლოდ ერთი არ მონაწილეობდა. გამორიცხულია, 4 მთასავით ბიჭი ერთ ადამიანს დაეჭრა. წარმოუდგენელია, ერთმა პირმა შეძლო ოთხი ადამიანისთვის სასიკვდილო ჭრილობების მიყენება. მაინტერესებს, სად არიან დანარჩენი პირები, ვინც ჩართულები იყვნენ, რატომ არ გავრცელდა მათზე ინფორმაცია. იმედი მაქვს, ყველა უმკაცრესად დაისაჯება. ფაქტს თვითმხილველები ჰყავს. დაჭრილი ბიჭები მისცემენ ჩვენებას და იტყვიან რა მოხდა. სახლში იმდენად შოკური მდგომარეობაა, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. ერთადერთი შვილი ჰყავდა დეიდას. 8 წელია შვილი არ უნახავს, ემიგრაციაში იყო. 25 დეკემბრის ბილეთი ჰქონდა ნაყიდი, ყველანი ერთად უნდა შევხვედროდით ამდენი წლის მერე ერთად ახალ წელს და ასეთი უბედურება დაგვატყდა თავს. დანაშაული შაბათს საღამოს მოხდა, არ ვახმაურებდით, რადგან მიშოს დედას იქ ვერ ვეტყოდით ამ თავზარდამცავ ამბავს. იცოდა, რომ მამა შვილი კლინიკაში იყო, რომ ჩაჯდა თვითმფრინავში და ვიცოდით ინტერნეტთან წვდომა არ ექნებოდა მხოლოდ ამის შემდეგ გავახმაურეთ ეს დიდი ტრაგედია. მონატრებული დედა ახლა დასტირის თავის ერთადერთ შვილს და ითხოვს დამნაშავეების დასჯას.

მიშო დაოჯახებული იყო?

– მიშოს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მის სიკეთეებზე მე ვერ ვისაუბრებ. ყველა მოგიყვებათ როგორი ადამიანი იყო. ძალიან კეთილი, ვერ იპოვით ადამიანს ვინც მასზე ცუდს იტყვის. ძალიან ქველმოქმედი იყო, ძალიან მიზანდასახული ბიჭი იყო, მეოჯახე, ძალიან უყვარდა სპორტი. ჰქონდა პატარა ბიზნესები. ძალიან აქტიური და საქმიანი იყო, ის იყო ჩემი ხერხემალი და ასევე ბევრისთვის ასეთი ხერხემალი იყო მიშო. ძალიან სამართლიანი ბიჭი. ბევრი ადამიანი მწერს სოციალურ ქსელში, მათ შორის ჟურნალისტები და მინდა მათ ვუთხრა, ეს არ არის რეალობა, რაც მე ვიცი, ამაზე გიამბეთ და სხვები ნუ მომწერენ, რადგან ძალიან დიდი ტრაგედიაა ჩემთვის. დაზუსტებით ვიცი რომ ერთს არ ჩაუდენია ეს დანაშაული. ვითხოვთ, რომ ყველა დაისაჯოს უმკაცრესად. ის რა ტკივილსაც გავდივართ უსაშველოა. მე არ ვიცი ვინ არიან დამნაშავეები, ის ვიცი რომ მიშო მათ არ იცნობდა. როგორც ამბობენ არიან ნახალოვკელები. ერთი 20 წლის ბიჭი რომ ვერ მოკლავდა 4 მთასავით ადამიანს ეს ცალსახაა, ამიტომ იმედი გვაქვს, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება” – ამბობს ანი ფაცაცია

სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ემშვიდობება მიშო ქავთარაძეს. სოციალური ქსელი სავსეა ტკივილიანი სტატუსებით და ყველა შეძრულია მომხდარით.

“არ ვიცი რა უნდა დავწერო შენზე წარსულში სიტყვები აღარ მაქვს… ჩემი უსაყვარლესი მოსწავლე”- დაწერა მიშას პედაგოგმა.

უწყების ცნობით, დანაშაულში ბრალდებული პირი ნასამართლევია და მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. რა ჩვენება მისცა თავად დაკავებულმა გამოძიებას, აღიარებს თუ არა ის ბრალს, წაუყენებს თუ არა პროკურატურა სხვა პირებსაც ბრალს, ეს და სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.