ლომების ადგილი როდიდან არის ქალაქებში? კანონთან როგორ ხარ?” – რატომ გახდა კრიტიკის ობიექტი ლაშა ბექაურის ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ის ვაკეში ლომის ბოკვერთან ერთად სეირნობს

ორგზის ოლიმ­პი­უ­რი ოქ­როს მფლო­ბე­ლი ლაშა ბე­ქა­უ­რი, ბოლო დროს ხში­რად ეხ­ვე­ვა სკან­და­ლებ­ში. ბე­ქა­უ­რი ერთ-ერ­თია იმ სპორ­ტსმე­ნებს შო­რის, რომ­ლებ­საც დე­კემ­ბერ­ში რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მოვ­ლე­ნებ­ზე კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია. ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბულ სპორ­ტსმე­ნად ით­ვლე­ბა და ამის გამო, ხში­რად აკ­რი­ტი­კე­ბენ.

  • ბე­ქა­უ­რი ამ­ჯე­რად სკან­დალ­ში თა­ვი­სი­ვე ინ­სტაგ­რა­მის გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ვი­დე­ოს გამო მოხ­ვდა. ჩემ­პი­ო­ნი გვი­ან ღა­მით, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე პორ­შეს ფირ­მის ნა­ჩუ­ქა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლით ლო­მის ბოკ­ვერ­თან ერ­თად ბას­ლა­ი­ნის რიგ­ში სე­ირ­ნობს. “კა­დი­რო­ვი რომ იკად­რებს, მხო­ლოდ ეგე­თი კი­ნოს­ცე­ნა­რია…” – წე­რენ ვი­დე­ოს კო­მენ­ტა­რებ­ში.

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ბე­ქა­ურს ლო­მის ბოკ­ვე­რი ცოტა ხნის წინ, სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რად მყოფ­მა ჩე­ჩენ­მა მებ­რძოლ­მა ხამ­ზად ჩი­მა­ევ­მა ჩა­მო­უყ­ვა­ნა. თუმ­ცა ეს მხო­ლოდ ვა­რა­უ­დია ერთი რამ კი ცხა­დია, რომ ჩი­მა­ევს ხში­რად სწო­რედ რამ­ზან კა­დი­როვ­თან მე­გობ­რო­ბის გამო აკ­რი­ტი­კე­ბენ.

ლაშა ბე­ქა­უ­რის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ვი­დე­ოს კო­მენ­ტა­რებ­ში ვკი­თხუ­ლობთ:

“ღა­მის 2 სა­ათ­ზე, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე, ბას­ლა­ინ­ში პორ­შე­თი გრი­ა­ლებს ლაშა ბე­ქა­უ­რი და თან ეფე­რე­ბა თა­ვის ლო­მის ბოკ­ვერს. აი, კა­დი­რო­ვი რომ იკად­რებს, მხო­ლოდ ეგე­თი კი­ნოს­ცე­ნა­რია.“

“ამის ტრავ­მულ ბავ­შვო­ბას უნდა გა­დაყ­ვეს ეს ბოკ­ვე­რი? დედა, ეს რა ქაჯი ყო­ფი­ლა“

“ზოგი რომ წუ­წუ­ნებთ, ლო­მებს გა­ლი­ებ­ში რა­ტომ ვამ­წყვდევ­თო, თქვე­ნი აზ­რით, რით გან­სხვავ­დე­ბა ეს გა­ლი­ის­გან? თუ პორ­შე­ში უკე­თე­სი სუ­ნია?“

“ამ ასაკ­ში, ამ­დე­ნი შრო­მის ფა­სად რამ­ხე­ლა გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვე. მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შე­ნით ამა­ყობ­და. ადა­მი­ა­ნე­ბი შენი გა­მარ­ჯვე­ბის­თვის შენ­თვის ლო­ცუ­ლობ­დნენ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად შე­გიყ­ვა­რეს; ეკ­რა­ნე­ბის წინ შენს გა­მარ­ჯვე­ბებ­ზე ტი­როდ­ნენ, გკოც­ნიდ­ნენ, ტაშს გიკ­რავ­დნენ და აქამ­დე რო­გორ და­იყ­ვა­ნე და გა­ა­უ­ფა­სუ­რე ეს ყვე­ლა­ფე­რი?”

“კა­ნონ­თან რო­გორ ხართ? გა­რე­ულ ცხო­ვე­ლე­ბის ყო­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით?”

“ეს რა ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ რომ ბოკ­ვერს ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე და­ა­სე­ირ­ნე­ბენ ისე ვი­თომც არა­ფე­რი? ვი­საც ეს ნორ­მა გგო­ნი­ათ, იქ­ნებ ცოტა ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­ძი­ოთ გა­რე­უ­ლი ცხო­ვე­ლე­ბის უფ­ლე­ბებ­ზე და მი­ნი­მა­ლურ სა­ცხოვ­რე­ბელ პი­რო­ბებ­ზე“

“სამ­წუ­ხა­როა, თავ­ზე იმ­ხე­ლა წარ­მოდ­გე­ნა, რომ გაქვს ეს რომ ნორ­მა გგო­ნია. ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში გა­რე­უ­ლი ცხო­ვე­ლის ამ ფორ­მის ვი­დეო რომ და­გე­დო, შე­სა­ბა­მის პა­სუხს აგებ­დი”

“ლო­მე­ბის ად­გი­ლი რო­დი­დან არის ქა­ლა­ქებ­ში და მან­ქა­ნებ­ში?“”

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, გა­რე­უ­ლი ცხო­ვე­ლის ყოლა, მხო­ლოდ სპე­ცი­ა­ლუ­რი ნე­ბარ­თვით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.