დაკრძალვის შემდეგ მშვილებელმა დედამ თქვა: მადლობა ღმერთს…” –  18 წლის მოზარდის საქმე, რომელიც ხერსონიდან რუსეთში წაყვანის შემდეგ გარდაიცვალა

24 დე­კემ­ბერს რუ­სეთ­ში უკ­რა­ი­ნე­ლი 18 წლის ალექ­სან­დრე ია­კუ­შენ­კოს თვით­მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და. ბიჭი ხერ­სო­ნის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ი­დან რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში ომის დროს გა­და­იყ­ვა­ნეს და მიმ­ღებ ოჯახს გა­დას­ცეს. სა­ვა­რა­უ­დოდ, მას უკ­რა­ი­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბა აუკ­რძა­ლეს. უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ალექ­სან­დრეს გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­რე­მო­ე­ბე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­ი­წყო.

  • ჩა­ნა­წერ­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ახალ­გაზ­რდა 2024 წლის 10 იან­ვარს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის კრას­ნო­და­რის სო­ფელ ახ­ტა­ნი­ზოვ­სკა­ი­ა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. თუმ­ცა თით­ქმის ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ფე­რი იყო ცნო­ბი­ლი ია­კუ­შენ­კოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზე­ბი­სა და გა­რე­მო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

მე­დი­ის ცნო­ბით, 2022 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე, სო­ფელ ტო­კა­რევ­კას (ხერ­სო­ნის ოლქი) ბავ­შვთა სახ­ლის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ლი­დია შარ­ვარ­ლიმ ყვე­ლა თა­ვი­სი მოს­წავ­ლე რუ­სეთ­ში წა­იყ­ვა­ნა. მათ შო­რის იყ­ვნენ 17 წლის ალექ­სან­დრე ია­კუშ­ჩენ­კო და მისი და, 13 წლის კრის­ტი­ნა.

ბავ­შვთა სახ­ლი – მარ­ჯვნი­დან პირ­ვე­ლი ქრის­ტი­ნა და ალექ­სან­დრე

რუ­სეთ­ში ისი­ნი მიმ­ღებ ოჯა­ხებს გა­დას­ცეს. ბიჭს უფ­ლე­ბა ჰქონ­და მას შემ­დეგ რაც 18 წლის გახ­და, მიმ­ღე­ბი ოჯა­ხი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა, მაგ­რამ ის მა­ინც დარ­ჩა. ალექ­სან­დრე ია­კუ­შენ­კოს მიმ­ღე­ბი ოჯა­ხი ამ­ბობს, რომ “ბიჭს უბ­რა­ლოდ წა­სას­ვლე­ლი არ­სად ჰქონ­და”.

2024 წლის 10 იან­ვარს, დი­ლით, ია­კუ­შენ­კოს სახ­ლთან ტყეს­თან ახ­ლოს, მუ­შებ­მა ალექ­სან­დრეს ცხე­და­რი იპო­ვეს. ახალ­გაზ­რდამ თავი მო­იკ­ლა. მისი ტე­ლე­ფო­ნი გა­ა­ნად­გუ­რეს. ახალ­გაზ­რდას თვით­მკვლე­ლო­ბის მი­ზეზ­ზე არც წე­რი­ლი, არც სხვა რამ და­უ­ტო­ვე­ბია.

  • გარ­დაც­ვლი­ლის სკო­ლის მე­გობ­რებ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს უთხრეს, რომ ის ძა­ლი­ან კე­თი­ლი და კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ბიჭი იყო, მაგ­რამ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში დეპ­რე­სია ტან­ჯავ­და, რად­გან უკ­რა­ი­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბა სურ­და. ალექ­სან­დრეს დედა ელე­ნა ხმელ­ნიც­კის რა­ი­ონ­ში ცხოვ­რობს, მას 2016 წელს ჩა­მო­ერ­თვა მშობ­ლის უფ­ლე­ბა. ახლა კი არ სჯე­რა, რომ მის­მა შვილ­მა თავი მო­იკ­ლა.

“არ მჯე­რა, რომ მან თავი ჩა­მო­იხ­რჩო. ვე­ლა­პა­რა­კე, ბედ­ნი­ე­რი იყო. რა შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო ერთ-ორ კვი­რა­ში?” – ამ­ბობს ელე­ნა ია­კუ­შენ­კო.

“ახალ წლამ­დე და­ვუ­რე­კე და ვუ­თხა­რი, რომ მალე ჩა­მო­ვალ. იან­ვარ­ში კი უკვე შე­მა­ტყო­ბი­ნეს შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ. ვერ გე­ტყვით, რო­გო­რია ბავ­შვის და­კარ­გვა. მინ­და, გა­ერ­კვნენ, რო­გორ გარ­და­იც­ვა­ლა ჩემი შვი­ლი”.

არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ რუ­სე­თის მე­ურ­ვე­ო­ბის ორ­გა­ნო­ებ­მა ალექ­სან­დრეს სა­ბუ­თე­ბი წა­არ­თვეს, რათა სახ­ლში ვე­ღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო.

გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე მან მე­გობ­რებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხმო­ვა­ნი შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­უგ­ზავ­ნა, სა­დაც ამ­ბობ­და, რომ მის­მა მშვი­ლე­ბელ­მა ოჯახ­მა „უთხრა, რომ სა­ერ­თოდ არ სჭირ­დე­ბო­დათ“.

“მიმ­ღებ­მა ოჯახ­მა გარ­დაც­ვლი­ლის და­საკ­რძა­ლად ყვე­ლა­ზე ია­ფ­ფა­სი­ა­ნი სა­სახ­ლე შე­არ­ჩია და ისე დაკ­რძა­ლეს. რო­დე­საც სა­საფ­ლა­ო­დან უკან დაბ­რუ­ნე­ბის დრო დად­გა მშვი­ლე­ბელ­მა ოჯახ­მა თქვა: “მად­ლო­ბა ღმერ­თს, გარ­და­იც­ვა­ლა. ნაკ­ლე­ბი პრობ­ლე­მა გვექ­ნე­ბა”, – გა­ნუ­ცხა­და მე­დი­ას და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მე­გო­ბარ­მა ოლ­გამ (სა­ხე­ლი შეც­ვლი­ლია უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით).

გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ჭის ბი­ო­ლო­გი­უ­რი დედა

მას შემ­დეგ რაც მომ­ხდა­რი მე­დი­ა­ში გახ­მა­ურ­და, საქ­მეს უკ­რა­ი­ნის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ. უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ნა­ცხა­და, რომ ხერ­სო­ნი­დან წაყ­ვა­ნი­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი მო­ზარ­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა.

საქმე აღ­ძრუ­ლია ომის და­ნა­შა­უ­ლის მუხ­ლით, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლი გა­მო­იწ­ვია (უკ­რა­ი­ნის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 438-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლი). წი­ნას­წარ გა­მო­ძი­ე­ბას უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მთა­ვა­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტი აწარ­მო­ებს.

2022 წლი­დან ალექ­სან­დრე ია­კუშ­ჩენ­კო უკ­რა­ი­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­შია და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა. ის და მისი და კრის­ტი­ნა ასე­ვე იმ უკ­რა­ი­ნე­ლი ბავ­შვე­ბის სი­ა­ში არი­ან, რომ­ლე­ბიც რუ­სეთ­მა უკა­ნო­ნოდ წა­იყ­ვა­ნა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან. სია თით­ქმის 20 ათა­სი სა­ხე­ლის­გან შედ­გე­ბა.

ამ დრო­ის­თვის მხო­ლოდ 388 ბავ­შვია დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი.

უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა, უკ­რა­ი­ნის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა რე­გი­ო­ნუ­ლი ცენ­ტრის ად­ვო­კატ­მა, რო­მელ­საც უკა­ნო­ნოდ გაყ­ვა­ნილ ბავ­შვე­ბის საქ­მე ეხე­ბა, გა­ნა­ცხა­და, რომ ეს არ არის ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც რუსი მშვი­ლებ­ლე­ბი უკ­რა­ი­ნელ ბავ­შვებს სა­ბუ­თებს არ­თმე­ვენ და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ში ხელს უშ­ლი­ან.

გარ­და ამი­სა, არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ბავ­შვებს ტე­ლე­ფო­ნებ­ზე აქვთ და­ყე­ნე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა, რათა თვალ­ყუ­რი ადევ­ნონ მათ მოძ­რა­ო­ბას.

რა­შევ­სკა­ია ამ­ბობს, რომ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ბავ­შვე­ბი სცა­დეს სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თა, მაგ­რამ და­ა­კა­ვეს და და­აბ­რუ­ნეს რუ­სულ მიმ­ღებ ოჯა­ხებ­ში.

ფე­ის­ბუ­ქის სა­კუ­თარ გვერ­დზე უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ამ­ბობს, რომ ალექ­სან­დრე ია­კუ­შენ­კოს­თან არ­სე­ბულ­მა სი­ტუ­ა­ცი­ამ აჩ­ვე­ნა “სა­მარ­თლებ­რი­ვი ვა­კუ­უ­მი”, რო­მე­ლიც წარ­მო­იშ­ვა დე­პორ­ტი­რე­ბულ უკ­რა­ი­ნელ ბავ­შვებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

“ალექ­სან­დრე არ იყო დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლი კლა­სი­კუ­რი გა­გე­ბით”, – ამ­ბობს ის.

გარ­დაც­ვლი­ლი ალექ­სან­დრე ია­კუ­შენ­კო

რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ალექ­სან­დრე ია­კუ­შენ­კოს გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია, თუმ­ცა მა­ნამ­დე უკ­რა­ი­ნე­ლი ბავ­შვე­ბის რუ­სეთ­ში გაყ­ვა­ნას ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი უწო­და და ეს ნა­ბი­ჯი უსაფრ­თხო­ე­ბის მი­ზე­ზე­ბით ახ­სნა.

2023 წლის მარ­ტში, სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლომ გა­მოს­ცა და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რი რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი­სა და ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის კო­მის­რის მა­რია ლვო­ვა-ბე­ლო­ვას მი­მართ, რომ­ლე­ბიც ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი არი­ან უკ­რა­ი­ნე­ლი ბავ­შვე­ბის უკა­ნო­ნო მა­სობ­რი­ვი ექ­სპორ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში.

ICC გა­ნი­ხი­ლავს ამ ქმე­დე­ბებს, რო­გორც ომის და­ნა­შა­უ­ლებს.