ბავშვების თვალწინ ჩადენილი უმძიმესი დანაშაული – გარდაიცვალა 3 შვილის დედა, რომელსაც ქმარმა ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა: ტრაგედიის დეტალები

24 წლის გა­ლი­ნა ნო­ზა­ძე, რო­მელ­საც ქმარ­მა ბენ­ზი­ნი გა­და­ას­ხა და ცე­ცხლი წა­უ­კი­და, კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ის ჭი­ა­თუ­რა­ში მა­მის გვერ­დით დაკ­რძა­ლეს. სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის დედა თით­ქმის ერთი თვე კლი­ნი­კა­ში ებ­რძო­და სიკ­ვდილს. ექი­მე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დნენ მის გა­და­სარ­ჩე­ნად, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, მის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი იმ­დე­ნად მძი­მე აღ­მოჩ­ნდა, რომ მე­დი­კო­სე­ბი უძ­ლუ­რე­ბი იყ­ვნენ. 10 დე­კემ­ბერს გა­ლი­ნა კლი­ნი­კა­ში ისე გარ­და­იც­ვა­ლა, რომ მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებ­ზე ოჯა­ხის წევ­რებ­თან არ უსა­უბ­რია.

  • შე­გახ­სე­ნებთ, რომ უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი წელს, ნო­ემ­ბერ­ში, თი­ა­ნე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ახალ­სო­ფელ­ში მოხ­და. იმ სა­ბე­დის­წე­რო ღა­მით, ქმარ­მა ცოლს სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის თვალ­წინ ბენ­ზი­ნი გა­და­ას­ხა და ცე­ცხლი წა­უ­კი­და.

ცოლ­ზე ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი თე­მურ ყა­რა­ლაშ­ვი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. 27 დე­კემ­ბერს უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო ამ საქ­მის სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვა, მაგ­რამ რად­გან გა­ლი­ნა გარ­და­იც­ვა­ლა, პრო­ცე­სი გა­და­ი­დო. სა­ვა­რა­უ­დოდ, და­კა­ვე­ბულს ბრალს და­უმ­ძი­მე­ბენ და მას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით გა­ა­სა­მარ­თლე­ბენ.

როგორ მოხდა ტრაგედია?!

“ფაქტი ღამის საათებში მოხდა. სოციალურად დაუცველი ოჯახია. ერთ პატარა ოთახში ცხოვრობდა გალინა სამ შვილთან და მეუღლესთან, თემურ ყარალაშვილთან ერთად და ასევე, იმ ერთ ოთახში ცხოვრობს თემურის დედ-მამაც. პატარა ფიცრული სახლი უდგათ…ეტყობა თემური მთვრალი იყო. თურმე იწვა ეს გოგო, გვიანი ყოფილა, ღამის 11 საათი და მთვრალი ქმრისთვის უთქვამს, დაწექი, დაიძინეო. ის გაბრაზდა, როგორ მეუბნები ამასო და მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ბენზინი თმებში შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. ბავშვებიც შეესწრნენ ამას. უფროსი შვილი 5 წლის არის, მეორე სამი წლის და პატარა წლინახევრის. როგორც ვიცი, თემურის დედამ დარეკა 112-ში და გამოიძახეს მაშველები, სახანძრო, პოლიცია, სასწრაფო. ყველა მალე მოვიდა და ცეცხლმოკიდებული ქალი დახვდათ. ცეცხლი ჩააქრეს, მაგრამ სულ დამწვარია გოგო. უმძიმესი დაზიანებებით გადაიყვანეს საავადმყოფოში… ამბობენ, სხეულის 70 პროცენტი დამწვარი აქვსო. ფილტვებიც დაზიანებული აქვს”,- ამბობდა ჩვენთან საუბარში ადგილობრივი.

მაშინ მან ისიც გვითხრა:”გალინა და თემური ადრე ბავშვებთან ერთად თბილისში ქირით ცხოვრობდნენ, მერე დაბრუნდნენ სოფელში და მეორე წელია აქ ცხოვრობენ. ვცდილობდით, ჩაგვერთო სახელმწიფო პროგრამაში და მათთვის სახლიც გვეყიდა. ახლა ეს ტრაგედია დატრიალდა. თემურიც სვამს, . თუმცა ზოგჯერ შრომობდა კიდეც. ყველას ეცოდება გალინა. ძალიან მშრომელი გოგო იყო ოჯახის სხვა წევრებისგან განსხვავებით, ყველაფერს ის აკეთებდა სახლში”.

გალინას სოფელში ყველა დადებითად ახასიათებს და ძალიან შეძრულები იყვნენ მომხდარით.

“თემური უკვე დაკავებულია. მან თავიდან არ აღიარა, რომ ეს დანაშაული ჩაიდინა. უარყოფდა. მეორე დღეს დააკავეს. ამბობენ, ბავშვმა თქვა, რომ თემურიმ შეასხა ბენზინიო, ამ ბავშვის მონაყოლის შემდეგ, ეტყობა მანაც აღიარა. ხელები, მტევნები, ყურები, ყველაფერი დამწვარი აქვს. ფილტვებიც დაუზიანდა… კიდევ კარგი ბავშვებიც არ დაიწვნენ იმ პატარა ფიცრულში”, – ამბობდა მაშინ ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი.

ჩვენ გალინას ამბავს პერიოდულად ვკითხულობით. მისი და, მადონა ნოზაძე იმედიანად იყო და ფიქრობდა, რომ გალინა გადარჩებოდა, სამწუხაროდ დღეს მისგან გავიგეთ, რომ 10 დეკემბერს გარდაიცვალა. მას ძალიან გაუჭირდა საუბარი. როგორც ირკვევა, გალინა მალავდა, მოძალადე ქმარი რომ ჰყავდა და ამიტომ მისი ოჯახისთვის სრულიად თავზარდამცემი იყო მომხდარი.

რას ჰყვება გარდაცვლილის და

მადონა ნოზაძე(გარდაცვლილის და) – სამწუხაროდ, ჩემი და გარდაიცვალა. როგორ მქონდა იმედი, რომ გადარჩებოდა და თავისი შვილების გაზრდას შეძლებდა, მაგრამ ეს თავზარდამცემი ამბავი 10 დეკემბერს მოხდა. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი გაზრდილია, მასზე 9 წლით უფროსი ვარ. ჩემს კალთაში ეძინა ხშირად, სულ ჩემზე იყო მოწებებული. ვერ გადმოგცემთ სიტყვებით, რა დღეში ვართ.

სრულიად მოულოდნელი იყო ჩვენთვის ყველაფერი. საერთოდ არაფერი უთქვამს, რომ რამე უჭირდა, პრობლემები რომ ჰქონდა ოჯახში. ერთადერთი ის ვიცოდი, რომ ფინანსურად უჭირდათ და საცხოვრებელი პირობები არ ჰქონდათ. ერთი ოთახი გვაქვსო, ამბობდა მისი ქმარი – მე ფიზიკურად იქ არ ჩავსულვარ. მანამდე ჯერ თბილისში იყვნენ ქირით, მერე ნათესავის სახლში ცხოვრობდნენ და ამიტომ მათი სახლი არც ვიცოდით….

თემურიმ და გალინამ ერთმანეთი ტელეფონით გაიცნეს ერთმანეთი. თემური ჩამოვიდა შემდეგ სოფელში, შეხვდნენ ერთმანეთს… მერე ჩემი დის დაბადების დღეზეც მოვიდა და წაიყვანა ცოლად. ჩემი დისთვის ეს მეორე ქორწინება იყო.

“პირველი ქმარიც მოძალადე ჰყავდა, მაგრამ მაშინაც მალავდა ამ ამბავს”

ერთხელ ვნახე სახეზე სილურჯე ჰქონდა და რომ ვკითხე, რა მოხდა-მეთქი, დამიმალა, ქმარმა რომ სცემა. მითხრა კარს მივარტყიო. მერე გავიგეთ, რომ 8 თვის ფეხმძიმეც სცემა, ამიტომ ნაადრევად იმშობიარა. ბავშვი რომ დაიბადა, 2 კვირაში გაშორდა ქმარს, რადგან ის აგრძელებდა თურმე ძალადობას… მისი ყოფილი ქმარი მაშინ დაიჭირეს კიდეც ოჯახში ძალადობის გამო. მაშინ მან მამაჩემიც სცემა და 2 წელი იჯდა ციხეში, საიდანაც ურეკავდა და აშინებდა ჩემს დას…

ამ პერიოდშო გაიცნო თემურ ყარალაშვილი. ვფიქრობ, იმიტომ დააჩქარა გათხოვება, რომ ეშინოდა პირველი ქმრის. თემურ ყარალაშვილი ჩვენს დასანახად კარგად ექცეოდა ჩემს დას, ეფერებოდა ბავშვსაც და ვერ წარმოვიდგენდით, ჩემი და ასეთ დღეში თუ იყო, რომ ისევ ძალადობდნენ მასზე… ბოლო წუთამდე არ მჯეროდა, რომ ეს მან გააკეთა და გოგო ცოცხლად დაწვა.

12 ნოემბერს საღამოს დედა ტელეფონით ელაპარაკა, უთქვამს ბაღიდან მოვიყვანე ახლა ბავშვები, კარგად ვართ, არაფერზე არ ინერვიულო, არ იჯავრო ჩვენზეო. მეორე დღეს სამ საათზე გავიგეთ ეს საშინელი ამბავი. ჩემი და 10 დეკემბერს გარდაიცვალა, 11 დეკემბერს ჩემი დისშვილის, შუათანა ბავშვის დაბადების დღე იყო, 3 წლის გახდა. ბავშვები დედას ელოდებიან, ჰგონიათ ისევ საავადმყოფოშია და დედა დაბრუნდება

– თქვენ ეს პერიოდი გქონდათ დის ნახვის შესაძლებლობა?

– ამ ამბიდან მეორე დღეს რეანიმაციაში ვნახე, უგონო მდგომარეობაში. სულ ბინტებში იყო გახვეული. 10 დღე ყოველდღე ცუდ ამბავს ველოდებოდით, გონზე რომ მოვიდა, იმედი გაგვიჩნდა, რომ გადარჩებოდა. ძალიან უჭირდა საუბარი, სიტყვების წარმოთქმის დროს დაძაბული იყო. სულ ბავშვებს კითხულობდა, ბავშვები დამანახეთო. სანამ დაიღუპებოდა წინა ოთხშაბათს მოვინახულე და ვუთხარი, არ ინერვიულო, ბავშვები კარგად არიან, ჩვენთან არიან, რომ გამოკეთდები ყველაფერს მოევლება-მეთქი.

25 წლის კლინიკაში გახდა, ფეხების გარდა ყველაფერი დამწვარი ჰქონდა. იმდენად დამწვარი იყო, ტანსაცმელსაც ვერ აცმევდნენ.

– როგორც ცნობილია, უფროსმა შვილმა უთხრა გამოძიებას, რომ ბენზინი თემურ ყარალაშვილმა შეასხა. ბავშვმა რა გიამბოთ?

ბავშვები ისეთი დასტრესილები არიან, არ უნდათ საუბარი. 4 წლის ბავშვის დაკითხვას მასწავლებელი ესწრებოდა და ის ამბობდა, ბავშვმა დალაგებულად მოყვა ყველაფერიო. ახლა დედაჩემთან არიან ბავშვები. ჩვენს სოფელში დიდი თოვლია, ამიტომ მინდა ბინა ვიქირავოთ ხაშურში, რომ ბავშვებმა ბაღში სიარული შეძლონ.

“ღამე იღვიძებენ ტირილით, დედას კითხულობენ და პასუხი არ გვაქვს. არ გვითქვამს, რომ გარდაცვლილია…”

მოვითხოვთ, რომ დამნაშავე უმკაცრესად დაისაჯოს. გვჭირდება იურისტების დახმარება, რომ მან მაქსიმალური სასჯელი მიიღოს. სრულიად უდანაშაულო გოგოს ცეცხლი წაუკიდა და ცოცხლად დაწვა. ამაზე მეტი სისასტიკე რა უნდა იყოს?! ჩემი დის მული იყო გასვენებაში, ისიც ამბობს არაფერი ვიცოდი, ჩემთვის მაინც ეთქვა, რომ რამე უჭირდაო. მინდა მივმართო მსხვერპლებს – არ შეეგუონ ძალადობას და ხმა ამოიღონ. ასეთი უბედურება არ უნდა ხდებოდეს.

P.S. როგორც შევიტყვეთ, საქმეში უკვე ჩაერთო არასამთავრობო ორგანიზაცია “უფლებები საქართველოს” იურისტი ელისო რუხაძე, რომელიც დაზარალებულის ინტერესებს დაიცავს