აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) ავრცელებს.
განცხადების თანახმად, “როგორც რუსეთთან დაკავშირებულ პირზე, ბიძინა ივანიშვილზე და მის მიერ კონტროლირებულ კომპანიებზე სანქციების შედეგად რიგი შეზღუდვები წესდება.
- შეზღუდვები ვრცელდება ყველა ტრანზაქციაში, რომელშიც ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი ნებისმიერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა ის მას პირდაპირ თუ არაპირდაპირ აკონტროლებს, ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, 50%-ს თუ მეტს”.
სიახლის კვალდაკვალ აშშ-ის, კერძოდ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში მიღებულ გადაწყვეტილებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები, ორგანიზაციები და წარმომადგენლები აფასებენ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი:
შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილის, საქართველოს მმართველი პარტია “ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის. ივანიშვილისა და “ქართული ოცნების“ ქმედებებმა წაშალეს დემოკრატიული ინსტიტუტები, დაუშვეს ადამიანის უფლებების დარღვევები და შეზღუდეს საქართველოში ძირითადი თავისუფლებების განხორციელება. მეტიც, მათ გადაახვევინეს საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან, მომავლიდან, რომელიც ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს და რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს. შედეგმა საქართველო მოწყვლადი გახადა რუსეთის წინაშე, რომელიც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტის ოკუპაციას.
ჩვენ მკაცრად ვგმობთ “ქართული ოცნების” ქმედებებს ივანიშვილის ლიდერობის ქვეშ, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების, დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველების და ოპოზიციური ფიგურების მიმართ მიმდინარე და ძალადობრივ რეპრესიას. შეერთებული შტატები შემართულია მოითხოვოს მათი პასუხისმგებლობის დაყენება, ვინც საქართველოში დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს უთხრის ძირს,” – ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.
- ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი:
“მივესალმები დიქტატურის მომლოდინე ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას. “რესპუბლიკელთა კვლევის კომიტეტთან” ერთად ამისკენ 2020 წელს მოვუწოდებდი. ივანიშვილს ამერიკა სძულს და ჩინეთი და ირანი უყვარს. ის საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის განადგურებას გეგმავს. საქართველოს დაუყოვნებლივ სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები,” – წერს უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე.
- ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი:
“შეერთებულმა შტატებმა დიდი ნაბიჯი გადადგა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით. არ დაგვავიწყდეს, რომ [სახაზინო დეპარტამენტის] “უცხოური აქტივების კონტოლის ოფისს” მეორადი სანქციები შემოღება შეუძლია მათ წინააღმდეგ, ვინც ივანიშვილთან ბიზნესს აწარმოებენ.”
- ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კიასტუტის ბუდრისი:
“როგორც იქნა! ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის მიერ იქნა დასანქცირებული. მივესალმები აშშ-ის ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებას. ის უკვეა ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და უკრაინის ნაციონალურ სასანქციო სიებში. საუკეთესოა დროა, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებმა და წევრმა სახელმწიფოებმა იგივე ნაბიჯი გადადგან. ლიეტუვა გვერდში უდგას ქართველ ხალხს!”
- ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა:
“ესტონეთმა ის და 27 სხვა პიროვნება დაასანქცირა საქართველოში ლეგიტიმური პროტესტების ჩახშობით ადამიანის უფლებების დარღვევაში მონაწილეობის გამო. გვიხარია, რომ სხვებიც მოგვყვებიან.”
მკაცრად ვგმობთ “ქართული ოცნების” ქმედებებს ივანიშვილის ლიდერობის ქვეშ, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების, დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველების და ოპოზიციური ფიგურების მიმართ მიმდინარე და ძალადობრივ რეპრესიას. შეერთებული შტატები შემართულია მოითხოვოს მათი პასუხისმგებლობის დაყენება, ვინც საქართველოში დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს უთხრის ძირს,” – ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.