რას პასუხობს გიორგი მიქაუტაძე: ჰყავს თუ არა შეყვარებული და რატომ არ საუბრობს პოლიტიკაზე 

მისი საფირმო ფრაზა – “მიყვარს, მიყვარს ბომბარდირი” ცოტა ხნის წინ მთელმა საქართველომ აიტაცა. ქართველებსაც უყვართ ბომბარდირი – ბიჭი დაუვიწყარი ღიმილით, “გატეხილი” ქართულითა და წარმოუდგენელი ნიჭით – დღეს გიორგი მიქაუტაძის ინტერვიუს ფრაგმენტებს შემოგტავაზებთ. ფეხბურთელმა გულშემატკივრების კითხვებს “GeoTeam”-ის არხზე უპასუხა. 

გიორგი მიქაუტაძის ინტერვიუ 

დაახასიათე საკუთარი თავი 3 სიტყვით:

-ღიმილიანი, პროფესიონალი, მოტივირებული. 

რა არის შენთვის ყველაზე უტაქტო კითხვა:

-არ მიყვარს, როცა პოლიტიკაზე მეკითხებიან. მე ფეხბურთელი ვარ და ფეხბურთზე უნდა ვისაუბრო. 

სამი ადამიანი, ვისაც ყველაზე ხშირად ელაპარაკები:

-ჩემი ოჯახი, ჩემი ამხანაგი და საბა საპანაძე. 

შენი საყვარელი ქართული კერძი:

-ხინკალი მიყვარს ყველაზე ძალიან. 

შენი ცხოვრების მთავარი მიზანი:

-მინდა, რომ მყავდეს ოჯახი და ბევრი შვილი. 

გვაღირსე მთელს საქართველოს პასუხი – გყავს თუ არა შეყვარებული?

-არა, შეყვარებული არ მყავს. 

რას ნიშნავს შენთვის, იყო ქართველი:

-ამაყი ვარ, რომ ქართველი ვარ.

mikautadze

გიორგი მიქაუტაძის ბიოგრაფია

ქართველი ბომბარდირი 2000 წელს საფრანგეთში, ლიონში დაიბადა. მისი  დებიუტი „მეცში“ შედგა 2019 წლის 7 დეკემბერს ლიგა 1-ის მატჩში, „ნიცას“ წინააღმდეგ. „მეცმა“ შეხვედრა ანგარიშით 1-4 წააგო. 2019 წლის 10 დეკემბერს „მეცმა“ მას ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. მიქაუტაძისთვის ეს პირველი პროფესიონალური კონტრაქტი იყო.

“მე ვარ გიორგი მიქაუტაძე. დავიბადე 2000 წლის 31 ოქტომბერს ქალაქ ლიონში. ვარ საფრანგეთის მოქალაქე. მყავს დედ-მამა, უმცროსი ძმა და უფროსი და.

6-7 წლამდე ვთამაშობდი კლუბ “გერლანდში”. 8 წლიდან ლიონის “ოლიმპიკის” საფეხბურთო აკადემიაში ერთკვირიან შემოწმებაზე მიმიწვიეს, მაგრამ ორ დღეში მივიღე პასუხი, რომ ჩარიცხული ვიყავი კლუბის აკადემიაში. 8-დან 15 წლამდე ვიყავი “ლიონში”. შემდეგ გადავედი “ას პრიესტში”, სადაც 15 წლიდან 17 წლამდე ვთამაშობდი…”

2020 წელს იჯარით ის ბელგიის პირველი B ლიგის (მეორე ლიგა) გუნდ „სერენში“ გადავიდა, სადაც 8 მატჩში 14 გოლი გაიტანა და მალევე გუნდის ლიდერად იქცა. ჩატარებული რვა შეხვედრიდან მიქაუტაძემ 6 მატჩში მოახერხა გატანა. მიქაუტაძემ „ლომელს“ 4 გოლი გაუტანა, 3-3 გაუტანა „ლიერსსა“ და „ბრიუგე II-ს“, 2 გაუტანა „მოლენბეკს“, ხოლო თითო გოლი „დეინცესა“ და „უნიონს“. მან გოლის გატანა ვერ მოახერხა „ვესტერლოსთან“ და „ლომელთან“ მატჩებში.მისი დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში, შვედეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ შედგა. მიქაუტაძე თამაშში შეცვლაზე შემოვიდა. საქართველოს ნაკრები ანგარიშით 0–1 დამარცხდა.

mikautadze

პირველი გოლი ნაკრების მაისურით 2021 წლის 2 ივნისს, რუმინეთთან ანგარიშით 2–1 მოგებულ შეხვედრაში გაიტანა. გიორგი მიქაუტაძეს ეკუთვნის საქართველოს ნაკრების პირველი გოლი ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, რომელიც მან თურქეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გაიტანა 2024 წლის 18 ივნისს. ჯგუფურ ეტაპზე სამ თამაშში სამი გოლი გაიტანა და ამ ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 

გიორგი მიქაუტაძეს ჰყავს ქართველი მშობლები, უფროსი და და უმცროსი ძმა. 

“გიო პატარაობიდანვე იძახდა, ყველაზე მაგარი ფეხბურთელი უნდა გამოვიდეო. მთელ ოჯახს გვჯეროდა, რომ ყველაზე მაგარი ფეხბურთელი იქნებოდა. ჩემი ძმით ძალიან ვამაყობ. ფრანგულად ვიწყებთ ლაპარაკს და დედიკო მოდის და გვეჩხუბება, ქართულად ილაპარაკეთ, არ უნდა დაგავიწყდეთ მშობლიური ენაო”, – ამბობს  ანა, გიორგის და.