საერთაშორისო მედიაში ივან სუხოვის ისტორიას აქტიურად განიხილავენ. შუა მოსკოვში კაცს ნამდვილი დიქტატურა აქვს სახლში დამყარებული და მისით ჯერ არც პოლიცია დაინტერესებულა და არც სოციალური სამსახურები…კაცი 3 ცოლთან და 14 შვილთან ერთად სამოთახიან ბინაში ცხოვრობს. მას ჯამში 30 შვილი ჰყავს. თუმცა, გაჩერებას არ აპირებს და გეგმავს, მინიმუმ, 50 შვილი გააჩინოს.მედიაში გავრცელდა ინტერვიუ, რომელშიც 40 წლის მამაკაცი საკუთარ პირად ცხოვრებაზე გულწრფელად საუბრობს. აღნიშნულმა ინტერვიუმ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. კაცი ამბობს, რომ 16 წლის ასაკში გახდა პირველად მამა… მეტიც, ამ ასაკში 7 სხვადასხვა გოგონასაგან მას უკვე 7 შვილი ჰყავდა. მამაკაცი ამტკიცებს, რომ ყველა მათგანთან სერიოზული გეგმები ჰქონდა, ამიტომაც თავდაცვის საშუალებებს არ იყენებდა. საერთოდაც ფიქრობს, რომ თავდაცვა არ არის საჭირო. “სექსი იმისთვის არსებობს, რომ შვილები გაჩნდნენ…”ივანის ამჟამინდელმა ცოლებმა იცოდნენ, რომ მამაკაცი ბევრი შვილის გაჩენას გეგმავს, ამიტომაც ერთ ქალთან ურთიერთობით ვერ შემოიფარგლება. კაცი ფიქრობს, რომ ეს ქალების მოვალეობაა და მათ ბავშვებსა და სახლის მოწესრიგებაზე უნდა იზრუნონ.როგორც მამაკაცი ამბობს, ცოლებს მის დაუკითხავად არაფრის ყიდვა არ შეუძლიათ. ნაყინსაც კი ვერ იყიდიან. ეკრძალებათ მანქანის ტარება, ასევე მუშაობა და მეგობრებთან ერთად კაფეში გასვლაც კი.
ბინაში საკუთარი ოთახი მხოლოდ ივანს აქვს. კაცი ამბობს, რომ ოჯახში მთავარი თავადაა და ყველა პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. თავად წყვეტს, რომელ ქალთან ექნება ინტიმური ურთიერთობა და ქალებს ამის გაპროტესტების უფლება არ აქვთ. მამაკაცს რამდენიმე ბინა და კარგი შემოსავალი აქვს, თუმცა თანხას ოჯახის წევრებისთვის სრულად არ იყენებს.
ივანი შვილებსაც მკაცრად ზრდის. ის ადგენს, რა ფილმებსა და მულტფილმებს უნდა უყურონ, მისთვის მიუღებელი საქციელის გამო კი ბავშვებს ქამრით სცემს… გარდა ამისა, შვილებს მუდმივად ამოწმებს. მაგალითად, ფულს თვალსაჩინო ადგილზე ტოვებს და აკვირდება, ხომ არ აიღებს რომელიმე მათგანი. თუ ვინმე ფულს ხელს მოკიდებს, ამ საქციელს მკაცრი სასჯელი მოჰყვება. მისი შვილები სკოლაში არ დადიან და სახლში სწავლობენ. გარდა ამისა, ივანი საკუთარ ქალიშვილებს მამაკაცებთან ერთად მარტო დარჩენას უკრძალავს. ამავდროულად, ის მათ დაქორწინებას პოლიგამებზე გეგმავს. მისი რამდენიმე ქალიშვილი უკვე დაქორწინდა და ივანის თქმით, ისინი ძალიან ბედნიერები არიან.
მამაკაცის ინტერვიუმ ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ადამიანები მის დასჯასა და საქმეში სოციალური სამსახურის ჩართვას ითხოვენ. ასევე ამბობენ იმასაც, რომ მისი ცოლები და შვილები აშკარად ძალადობის მსხვერპლნი არიან და ამ ამბის ასე დატოვება არ შეიძლება. თუმცა, ჯერჯერობით რეაგირებაზე ინფორმაცია არ გავრცელებულა
.