ტრაგედია ეგვიპტეში – ზვიგენის თავდასხმის შედეგად 48 წლის იტალიელი ტურისტი დაიღუპა

ეგვიპტეში წი­თე­ლი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე ზვი­გე­ნის თავ­დას­ხმას ერთი ტუ­რის­ტი ემსხვერ­პლა, მე­ო­რე კი და­შავ­და, – ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC-ი ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ეგ­ვიპ­ტის გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ შემ­თხვე­ვა სა­კუ­რორ­ტო ქა­ლაქ მარ­სა ალა­მის ჩრდი­ლო­ე­თით მოხ­და. უწყე­ბის ცნო­ბით, ტუ­რის­ტებ­ზე თავ­დას­ხმა “ღრმა წყლებ­ში, სა­ცუ­რაო ზო­ნის გა­რეთ” მოხ­და.

სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო “ფრანს-პრე­სის“ ცნო­ბით, და­ღუ­პუ­ლი და და­შა­ვე­ბუ­ლი ტუ­რის­ტე­ბი იტა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან. და­ღუ­პუ­ლი 48 წლის მა­მა­კა­ცია, და­შა­ვე­ბუ­ლი კი – 69 წლის.

მომხდართან და­კავ­ში­რე­ბით, მარ­სა ალამ­ში სა­ცუ­რაო ტე­რი­ტო­რია და­ი­ხუ­რა და გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ზვი­გე­ნე­ბის კვლე­ვის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ინ­სტი­ტუ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ბოლო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, წი­თელ ზღვა­ში ზვი­გე­ნე­ბის თავ­დას­ხმის შე­დე­გად ადა­მი­ა­ნე­ბის და­ღუპ­ვის ოთხი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და.