ალბათ გახსოვთ, ტრაგედია, რომლის დროსაც ელენე მეგრელიშვილი დავკარგეთ, ანა ქართველიშვილი კიდევ ზონდით იკვებება…“ – ავარიისას მძიმედ დაშავებულ “ახალის“ წევრს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

რამდენიმე თვის წინ, კა­ხეთ­ში, გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ვაჩ­ნა­ძი­ან­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის“ შტა­ბის წევ­რი ელე­ნე მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი ემსხვერ­პლა. ცენ­ტრა­ლურ მა­გის­ტრალ­ზე ერ­თმა­ნეთს სა­პი­რის­პი­როდ მოძ­რა­ვი 2 მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა. შე­დე­გად ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა ელე­ნე, რო­მე­ლიც ავ­ტო­მო­ბილს მარ­თავ­და, სამი ადა­მი­ა­ნი კი მძი­მედ და­შავ­და.

  • ავა­რი­ის დროს მძი­მედ და­შავ­და ელე­ნეს მე­გო­ბა­რი, ასე­ვე კო­ა­ლი­ცი­ის წევ­რი ანა ქარ­თლე­ლიშ­ვი­ლი.
ელე­ნე მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი და ანა ქარ­თლე­ლიშ­ვი­ლი.

ანა დღემ­დე რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას გა­დის. რო­გორც “ახა­ლის” წევ­რი, ანი ქავ­თა­რა­ძე წერს, ის დღემ­დე ზონ­დით იკ­ვე­ბე­ბა და ტრა­ქე­ოს­ტო­მუ­ლი მილი უდ­გას. ანას სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა.

“ალ­ბათ ყვე­ლას გახ­სოვთ, “ახა­ლის” თავს დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დია, რომ­ლის დრო­საც დავ­კარ­გეთ ჩვე­ნი, ძვირ­ფა­სი ელე­ნე მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი. ანა ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი კი – ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან მძი­მედ და­შავ­და.

ჩვენმა ქარ­თლე­ლამ“, ურ­თუ­ლე­სი გზა გა­მო­ი­ა­რა იმ მო­მენ­ტი­დან დღე­ვან­დელ დღემ­დე. მას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პროგ­რე­სი აქვს, რო­გორც მოძ­რა­ო­ბის, ასე­ვე ცნო­ბი­ე­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით. თუმ­ცა, ჯერ კი­დევ ზონ­დით იკ­ვე­ბე­ბა და ტრა­ქე­ოს­ტო­მუ­ლი მილი უდ­გას, სა­ჭი­რო­ებს ექი­მე­ბი­სა და ექთ­ნე­ბის მუდ­მივ მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას, ვარ­ჯიშს, მა­საჟს და ა.შ. მაგ­რამ იმე­დია, მალე ესეც აღარ იქ­ნე­ბა და შე­უდ­გე­ბა კი­დევ უფრო ინ­ტენ­სი­უ­რი და სრულ­ფა­სო­ვა­ნი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცესს.

აქვე მად­ლო­ბა უნდა ვუ­თხრათ თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს, ვინც გულ­თან ახ­ლოს მი­ი­ტა­ნა ეს, მტკივ­ნე­უ­ლი ამ­ბა­ვი და წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ჯერ მის გა­დარ­ჩე­ნა­ში, შემ­დეგ კი ამ კონ­დი­ცი­ამ­დე მოყ­ვა­ნა­ში. მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც დღემ­დე კი­თხუ­ლობს მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას.

მე­გობ­რე­ბო, ანას სა­ბო­ლოო მიზ­ნამ­დე კი­დევ გრძე­ლი გზა აქვს გა­სავ­ლე­ლი, ამ ეტა­პამ­დე და­ნა­ხარ­ჯი თვე­ში და­ახ­ლო­ე­ბით16000 ლარს შე­ად­გენს. სწო­რედ ამი­ტომ, ახლა უკვე გვჭირ­დე­ბა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და ამ პრო­ცე­სის ფი­ნან­სუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. ჩვენ ეს არა­ერ­თხელ მოგ­ვი­ხერ­ხე­ბია და მჯე­რა, ახ­ლაც შევ­ძლებთ.

  • ვუ­თი­თებ ჩვე­ნი მე­გობ­რის, Giorgi Butikashvili -ის ან­გა­რი­შის ნო­მერს, რო­მელ­საც ჩა­ვა­ბა­რეთ ან­ნას სა­მე­დი­ცი­ნო ხარ­ჯე­ბის ფი­ნან­სუ­რი მე­ნე­ჯმენ­ტი.
  • BOG: #GE83BG0000000589545431
  • TBC: #GE06TB7157736010300019
  • მიმ­ღე­ბი: გი­ორ­გი ბუ­ტი­კაშ­ვი­ლი
  • და­ნიშ­ნუ­ლე­ბა: ქარ­თლე­ლას­თვის

ცალ­კე და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფოს მედ­პერ­სო­ნალს, მათ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს და გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბას, რო­მელ­მაც ქარ­თლე­ლას სი­ცო­ცხლე იხ­სნა სიკ­ვდი­ლის­გან (ამ ნა­წილ­ზე აუ­ცი­ლებ­ლად მო­გიყ­ვე­ბით ცალ­კე). ნიკა გვა­რა­მი­ას- ბევ­რი რა­მის­თვის, რო­დის­მე ამა­საც მოვ­ყვე­ბი ისე, რომ არ ‘მომ­ხვდეს’ .

მრა­ვალ შობა-ახალ წელს და აბა, ჩვენ ვი­ცით! ქარ­თლე­ლას დიდი წვლი­ლი აქვს ნამ­დვი­ლი, ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ბრძო­ლა­ში და იმ­სა­ხუ­რებს, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულს, სწო­რედ ასე­თი და­ვახ­ვედ­როთ,“ – წერს ანი ქავ­თა­რა­ძე.