მოამზადეთ კონიაკი სახლის პირობებში. სუფრაზე საუკეთესო სასმელი იქნება.

 მოამზადეთ კონიაკი სახლის პირობებში. სუფრაზე საუკეთესო სასმელი იქნება.

კულინარიარჩევები

მოამზადეთ კონიაკი სახლის პირობებში. სუფრაზე საუკეთესო სასმელი იქნება.

https://ad.a-ads.com/2205043?size=320×50

კონიაკის მომზადება სახლის პირობებში რთული სულაც არ არის. მის გემოს ვერ განასხვავებ ელიტურ მაღაზიაში ნაყიდისგან. ცოტა ხნის წინ ოჯახში გვესტუმრა დეიდა, რომელიც სანათესაოში განთქმული კულინარია. მან მოგვიტანა ბევრი საჩუქარი, მათ შორის, ერთი ბოთლი კონიაკი.

ამ კონიაკმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ყველაზე, სუნი შესანიშნავი ჰქონდა, გემო კი… როგორც ძვირფას ელიტურ კონიაკს. დავუწყეთ დეიდას გამოკითხვა, სად იშოვა ასეთი კონიაკი და რატომ დახარჯა ფული ამ ძვირფას სასმელზე.

დეიდამ გაიღიმა და მოგვიყვა, რომ კონიაკი არ უყიდია, ის თავად მოამზადა სახლში. ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვკითხეთ რეცეპტი და გვსურს ის თქვენც გაგიზიაროთ.

როგორ მოვამზადოთ კონიაკი სახლის პირობებში?

ინგრედიენტები:

სამი ლიტრი არაყი

ორი სუფრის კოვზი მუხის ქერქი

ერთი მწიკვი დაფქული მუსკატის კაკალი

ერთი მწიკვი კარდამონი

სამი სუფრის კოვზი შაქარი

მომზადება:

1.მუხის ქერქი შეგიძლიათ აფთიაქში შეიძინოთ. გირჩევთ ის წინასწარ ჩაალბოთ მდუღარე წყალში ათი წუთის განმავლობაში. შემდეგ გააშრეთ და ჩადეთ ნაყენში.

2.ახლა გადავიდეთ მომზადებაზე: შაქარი გახსენით არყის მცირე რაოდენობაში და გააკეთეთ მარტივი სიროფი, ქილაში ჩააწყეთ ყველა ინგრედიენტი, დაასხით მათ არაყი და შემდეგ დაამატეთ აღნიშნული სიროფი.

3.ყველაფერი ეს კარგად შეანჯღრიეთ და დადგით ბნელ ადგილას. ის უნდა იდგეს ორ კვირაზე დიდ ხანს, მაგრამ არაუმეტეს ერთი თვისა, რათა არაყმა არ შთანთქას ქერქიდან ძალიან ბევრი მუხის ნივთიერება.

4.მას შემდეგ, რაც ნაყენი მიიღებს გაჯერებულ ფერსა და არომატს, ის უნდა გაფილტროთ, გადაასხით ბოთლებშ და კვლავ დადგით ბნელ ადგილას, მაგრამ ამჯერად დაახლოებით ნახევარი წლით. აი, თქვენი საუკეთესო სახლის კონიაკიც მზად არის.

არყის კონიაკი მუხის ქერქზე – ეს არ არის ქიმიური ფალსიფიკაცია, არამედ ცოცხალი და კეთილშობილი სითხე და ამასთან თქვენივე ხელით დამზადებული. ამ საქმის ნამდვილი ექსპერტები ამბობენ, რომ კონიაკი ხდება განსაკუთრებით სასიამოვნო და გემრიელი, თუ მას დავაყოვნებთ ორი წლის განმავლობაში. თითოეული თვის შემდეგ ნაყენი იძენს უფრო და უფრო მდიდარ და რბილ გემოს. ეს უბრალოდ შესანიშნავი რეცეპტია.