მარნეული-ბოლნისის გზაზე ავტომობილი ოთხ ადამიანს დაეჯახა.
სამოქალაქო აქტივისტის სამირა ბაირამოვას ინფორმაციით, ორი მოზარდი ადგილზე დაიღუპა, ხოლო კიდევ ორი დაშავებულია. სამირა ბაირამოვა გარდაცვლილების ფოტოებსაც აქვეყნებს.
“ბოლნისის სოფელ ნახიდურში მანქანამ შეეჯახა 4 კაცს, ორი ბავშვი გარდაიცვალა ორის მდგომარეობა სტაბილურია”, – წერს ბაირამოვა.
ცნობისთვის, ავარია მარნეული-ბოლნისის გზაზე, სოფელ ნახიდურში მოხდა.
გავრცელებული ცნობებით, ადგილზე საავტომობილი მოძრაობა შეზღუდულია და შექმნილია საცობი, რადგან სამართალდამცველები შემთხვევის ადგილის მიმართულებით ავტომობილებს არ უშვებენ.
არსებული ინფორმაციით, მოსახლეობამ ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების მანქანა ამოაყირავა, რადგან იქ დახმარებას უწევდნენ ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლს.
ამასთან, სამართალდამცველები შემთხვევის ადგილის მიმართულებით ავტომობილებს არ უშვებენ, რის გამოც ადგილზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იყო.
Ambebi.ge დამატებით დეტალებს შსს-ში არკვევს, ინფორმაცია განახლდება.