ამ შემთხვევამ ადგილობრივები გააბრაზა და სასწრაფოს მანქანა გადაატრიალეს” – რას წერს სამირა ბაირამოვა სოფელ ნახიდურში მომხდარ ავტოავარიაზე, რასაც ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა

მარნეულო-ბოლ­ნი­სის გზა­ზე ავ­ტო­მო­ბი­ლი ოთხ ადა­მი­ანს და­ე­ჯა­ხა. ორი მო­ზარ­დი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, ხოლო კი­დევ ორი პირი და­შა­ვე­ბუ­ლია.

  • ად­გი­ლობ­რი­ვი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი სა­მი­რა ბა­ი­რა­მო­ვა ავ­ტო­ა­ვა­რი­ის შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე წერს.

“ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მძღო­ლი და მან­ქა­ნა­ში მყო­ფე­ბი ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყო­ფი­ლან, მძღოლ­მა ად­გი­ლობ­რივ ხალ­ხს შე­ა­გი­ნა და გა­იქ­ცა.

ად­გილ­ზე მი­სულ­მა სას­წრა­ფომ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს კი არა მან­ქა­ნა­ში ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფებს გა­უ­წია დახ­მა­რე­ბა და ამ შემ­თხვე­ვამ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი გა­აბ­რა­ზა და ამი­ტომ სას­წრა­ფოს მან­ქა­ნა გა­დატ­რი­ა­ლეს, ნას­ვა­მი მძღო­ლის გი­ნე­ბის შემ­დეგ ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა მძღო­ლის მან­ქა­ნაც გა­დატ­რი­ალ­დეს.

პო­ლი­ცია ად­გი­ლობ­რივ ჟურ­ნა­ლის­ტებს შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­და­ღე­ბას აკ­რძა­ლავ­და” – წერს სა­მი­რა ბა­ი­რა­მო­ვა.