ბოლნისის სოფელ ნახიდურში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია – ადგილზე სპეციალური დანიშნულების რაზმები შეიყვანეს.
კადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ჩანს, რომ საბრძოლო იარაღი სპეცრაზმის ხელშია. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადგილზე მობილიზებულმა სპეცრაზმელებმა ავერსის კლინიკა დალეწეს.