ვინ არის უმძიმეს ავარიაში ბრალდებული და რა მოხდა რეალურად მარნეული-ბოლნისის გზაზე – “ჩაქოლეს ჩვენი ბავშვები”: კადრები ტრაგედიის ადგილიდან

მარნრული-ბოლ­ნი­სის და­მა­კავ­ში­რე­ბელ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვი­სას და­ი­ღუპ­ნენ მე-11 კლა­სე­ლი სი­ნან შა­რი­ფო­ვი და მე-9 კლა­სე­ლი ელ­ჩინ ბი­ნა­თო­ვი. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე მძღო­ლი 2003 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.ჩ. (თენ­გო ჩხე­ტი­ა­ნი) უკვე და­ა­კა­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს ავ­რცე­ლებს.

“ორი­ვე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ახალ­გაზ­რდა იყო! ბევ­რჯერ ვყო­ფილ­ვარ მათ­თან ერ­თად სხვა­დას­ხვა სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რა­ზე! ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯახს, ახ­ლობ­ლებს და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს!” – წე­რენ გარ­დაც­ვლილ ახალ­გაზ­რდებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

“გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე, თა­ვი­სი მარ­თვის ქვეშ მყო­ფი ავ­ტო­მო­ბი­ლით ოთხ მგზავ­რთან ერ­თად გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რა დრო­საც მოხ­და ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა, რომ­ლის შე­დე­გად, ქვე­ი­თად მოძ­რა­ვი ორი მო­ზარ­დი, აქე­დან ერთ-ერთი ად­გილ­ზე, ხოლო მე­ო­რე სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს” – ნათ­ქვა­მია უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რა მოხ­და წუ­ხელ ად­გილ­ზე:

ადგილობრივი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი სა­მი­რა ბა­ი­რა­მო­ვა ავ­ტო­ა­ვა­რი­ის შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე წერს.

“ბევ­რი ადა­მი­ან­თან ვი­სა­უბ­რე და მი­ვი­ღე ინ­ფორ­მა­ცია. შემ­თხვე­ვა ასე და­ი­წყო – არე­უ­ლო­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, ნას­ვა­მი მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი მძღო­ლის მან­ქა­ნი­დან ჩას­ვლა, ად­გილ­ზე გარ­დაც­ვლილ­ზე ფე­ხით დარ­ტყმა და მერე იქ მყო­ფე­ბებს მი­მართ ნათ­ქვა­მი: კარ­გად ვქე­ნი თქვე­ნი დე­დას კარ­გად მ…, ყო­ფი­ლა!

ზო­გა­დად ბოლო წლებ­ში რე­გი­ო­ნებ­ში ძა­ლი­ან ღრმად შე­ვი­და ქურ­დუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტი. სკო­ლის მოს­წავ­ლეც კი საქ­მის ამ გზით გარ­ჩე­ვას ცდი­ლობს. ცემა-დარ­ტყმას სა­მარ­თლი­ა­ნად თვლი­ან. გუ­შინ რაც ბოლ­ნის­ში მოხ­და – გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნებ­მა გა­და­ვიდ­ნენ თა­ვი­სი მე­თო­დებ­ზე. ამას ამით ამარ­თლე­ბენ რომ ჩვენ არ გვაქვს პო­ლი­ცი­ის იმე­დი, რომ საქ­მეს სა­თა­ნა­ოდ გა­მო­ი­ძი­ებს, ეს კიდე ცალ­კე პრობ­ლე­მაა.

ბო­ლოს რა მოხ­და 9 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და მათ შო­რის პო­ლი­ცი­ე­ლე­ბიც… გუ­შინ ბოლ­ნის­ში გზა გა­და­კე­ტი­ლი ყო­ფი­ლა სა­ა­თო­ბით, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გამ­სვლე­ლიც კი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი/გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­მიზ­ნე გამ­ხდა­რა. ძა­ლა­დო­ბა თით­ქმის ნორ­მა­ლუ­რი უკვე. აქ შემ­თხვე­ვის და­წყე­ბი­დან დას­რუ­ლე­ბამ­დე რაც მოხ­და წე­სით კა­ნო­ნით ის­ჯე­ბა.. მაგ­რამ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა, და­ხურ­ვა ხდე­ბა არა­სათ­ნოდ, შე­რი­გე­ბით” – წერს სა­მი­რა ბა­ი­რა­მო­ვა.

თუმ­ცა გან­სხვა­ვე­ბულ პო­ზი­ცი­ას ავ­რცე­ლე­ბენ ბოლ­ნი­სე­ლე­ბი. ისი­ნი წე­რენ, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს მძღო­ლი ნას­ვა­მი იყო, სიც­რუ­ეა.

“ხალ­ხო ნუ უჯე­რებთ ყვე­ლას ტყუ­ი­ლია მი­ი­მა­ლა,მთვრა­ლი იყოო და აშ. და­კა­ვე­ბუ­ლია და ხალ­ხი, კი ერ­თმა­ნეთს და­ე­რივ­ნენ ქარ­თველ აზე­რე­ბი”

“ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას ნუ ავ­რცე­ლებთ, შე­ვეს­წა­რი ყვე­ლა­ფერს, მტერს არ ვუ­სურ­ვებ ისე­თი მძი­მე სა­ნა­ხა­ვი იყო ჩვე­ნი ბოლ­ნი­სე­ლი ბავ­შვე­ბი სას­ტი­კად სცე­მეს ჩა­ქო­ლეს” – წე­რენ ბოლ­ნი­სე­ლე­ბი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლ­ნი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მარ­ნე­უ­ლი-ბოლ­ნი­სის გზა­ზე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შემ­დეგ მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი ცხრა პირი შე­იყ­ვა­ნეს.

ერთი და­შა­ვე­ბუ­ლი თვალ-გუ­გის და­ზი­ა­ნე­ბით თბი­ლის­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, ხოლო მე­ო­რეს ყბა-სა­ხის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა აქვს და ასე­ვე თბი­ლის­ში ტრან­სპორ­ტი­რე­ბის­თვის ამ­ზა­დე­ბენ.