სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე ქართველი ფეხბურთელ გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა. განახლებული მონაცემებით, მისმა ღირებულებამ 2.5 მლნ-დან 4 მლნ ევრო შეადგინა.
რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ნაკრების სხვა ფეხბურთელებს, ამ ეტაპზე ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელია ხვიჩა კვარაცხელია 80 მლნ ევროთი, მას მოჰყვება გიორგი მამარდაშვილი – 45 მლნ ევროთი და გიორგი მიქაუტაძე – 20 მლნ ევროთი.
ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების ახლანდელი ათეული ასე გამოიყურება:
- ხვიჩა კვარაცხელია – 80 მლნ ევრო;
- გიორგი მამარდაშვილი – 45 მლნ ევრო;
- გიორგი მიქაუტაძე – 20 მლნ ევრო;
- ზურიკო დავითაშვილი -8 მლნ ევრო;
- ოთარ კიტეიშვილი – 5 მლნ ევრო;
- გიორგი ქოჩორაშვილი – 4 მლნ ევრო;
- გიორგი ჩაკვეტაძე – 4 მლნ ევრო;
- გიორგი გოჩოლეიშვილი – 2.5 მლნ ევრო;
- ბუდუ ზივზივაძე – 1.8 მლნ ევრო;
- ოთარ კაკაბაძე 1.5 მლნ ევრო.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ღირებულებას, Transfermarkt-ის მონაცემებით, ის 192.6 მლნ ევროს შეადგენს