12 საათზე მეტია მესტიაში გატაცებულ ტურისტს ეძებენ – რა ვერსიები ვრცელდება ზუგდიდი-მესტიის გზაზე მომხდარ ყაჩაღობაზე

სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში სოფელ ნაკრაში, 12 საათზე მეტია გატაცებულ ტურისტს ეძებენ.

სამართალდამცველები ასევე ეძებენ ორ ახალ­გაზ­რდას, რო­მელ­თაც ბრა­ლად უცხო­ელ ცოლ – ქმარ­ზე თავ­დას­ხმა ედე­ბათ – სავარაუდოდ, სწორედ ერთ-ერთი მათგანია [ქმარი] გატაცებული.

თუმ­ცა, აღსანიშნავია ისიც, რომ მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ორი ვერ­სია გაჩნდა. „მთა­ვა­რი არ­ხის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთი ვერ­სი­ით ტუ­რისტ ცოლ-ქმარს თავს ორი ახალ­გაზ­რდა დაყაჩაღების მიზნით და­ეს­ხა.

მე­ო­რე ვერ­სი­ით კი, თავ­დამ­სხმე­ლებს უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე ქა­ლის გა­ტა­ცე­ბა უნ­დო­დათ, რა­შიც ქა­ლის მე­უღ­ლემ ხელი შე­უ­შა­ლა და თავ­დამ­სხმე­ლებ­მა მა­მა­კა­ცი სა­ვა­რა­უ­დოდ, გულ-მკერ­დის არე­ში ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით დაჭ­რეს.

არსებული ინფორმაციით, დაზარალებული ქალი უკვე გა­მო­ი­კი­თხა.

ინფორმაციისთვის, პოლიციამ სოფელ ნაკრაში მიტოვებულ ავტომობილში ღამით იპოვა. შემთხვევის შესახებ ინფორმაცია 5 იანვარს გავრცელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 179-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.