წყვილი ადვოკატის შეცდომის გამო შემთხვევით განქორწინდა – რა მოხდა რეალურად

წყვილი შეცდომით დაშორდა ლონდონის იურიდიული ფირმის ადვოკატების მიერ დაშვებული შეცდომის შემდეგ.

როგორც აღმოჩნდა, წყვილი შემთხვევით განქორწინდა მას შემდეგ, რაც ადვოკატმა „არასწორ ღილაკს დააჭირა“ ონლაინ პორტალზე. სინამდვილეში, ეს განქორწინების ღილაკი სხვა წყვილისთვის იყო განკუთვნილი. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

ბატონი და ქალბატონი უილიამსები, რომლებიც 2023 წელს დაშორდნენ 21 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, იმყოფებოდნენ ფინანსური შეთანხმებების დალაგებაში, როდესაც მათი შემთხვევითი განქორწინება მოხდა.

ადვოკატებმა ორი დღის შემდეგ გააცნობიერეს თავიანთი შეცდომა და მიმართეს უმაღლეს სასამართლოს განქორწინების გასაუქმებლად – თუმცა, მოსამართლემ უარი თქვა მათი მოთხოვნის შესრულებაზე.

მოსამართლის ეს გადაწყვეტილება ადვოკატმა გააპროტესტა და თქვა, რომ სხვისი შეცდომის გამო წყვილის განქორწინება არ უნდა მოხდეს.