როგორ გავაპრიალოთ მიმწვარი ჭურჭელი

ავტორი: tamta

გაეცანით რჩევას და დახარჯეთ ბევრად ნაკლები დრო და ძალისხმევა მიმწვარი ჭურჭლის გასაპრიალებლად.

დაგვჭირდება:

1 ჭიქა ძმარი
2 ს/კ სოდა
1 ჭიქა წყალი (რაოდენობა დამოკიდებულია ჭურჭლის ზომაზე)
სახეხი

1

ნაწილი

ჩაასხით წყალი

ჭურჭლის ძირში ჩაასხით 1 ჭიქა წყალი (რაოდენობა დამოკიდებულია ჭურჭლის ზომაზე).

2

ნაწილი

დაუმატეთ ძმარი

დაუმატეთ 1 ჭიქა ძმარი.

3

ნაწილი

აადუღეთ

მიმწვარი ჭურჭელი გაზქურაზე მოათავსეთ და აადუღეთ.

4

ნაწილი

დაუმატეთ სოდა

გადმოდგით გაზქურიდან და დაუმატეთ სოდა. ნაზავი აქაფდება.

5

ნაწილი

გახეხეთ

სახეხით ჩვეულებრივ გაწმინდეთ. საჭიროებისამებრ, სოდა კიდევ დაუმატეთ.

6

ნაწილი

გაწმინდეთ ცალკეული დეტალები

თუ რომელიმე ადგილი სახეხით კარგად არ გაიწმინდა, ამ ადგილას სოდა და რამდენიმე წვეთი წყალი მოათავსეთ. გააჩერეთ ცოტა ხნით და შემდეგ გაწმინდეთ.

7

ნაწილი

საქმე შესრულებულია

მიმწვარი ჭურჭელი იდეალურადაა გაპრიალებული ზედმეტი დროისა და ძალისხმევის გარეშე 🙂