ჩვენი ორგანიზმი გამუდმებით ებრძვის გარემოს, საკვები პროდუქტებისა და სასმელების ტოქსიკურ ზეგავლენას საკუთარი თავდაცვითი ძალებით. ეს პროცესი განუწყვეტლივ მიმდინარეობს ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რის შედეგადაც ჩვენი სხეული იფიტება და მას აღდგენა სჭირდება. როდესაც ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით ტოქსინები და წიდები გროვდება, ირღვევა მისი ფუნქიონირება, რის შედეგადაც თავს იჩენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი სერიოზული პრობლემა.
სწორედ ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ჩვენ ვალდებულები ვართ, ჩავიტაროთ ორგანიზმის გამწმენდი სპეციალური დეტოქსიკაციის პროცედურები რეგულარულად. თუ თქვენ ამ რჩევას გაითვალისწინებთ, შეინარჩუნებთ ახალგაზრდობასა და სიჯანსაღეს მრავალი წლით.